ბონუჩი დე ლიგტის კრიტიკოსებს
ლეონარდო ბონუჩი კრიტიკოსებს, რომლებიც მატაის დე ლიგტზე გაუთავებლად საუბრობენ, ურჩევს მოთმინება იქონიონ:
“უმჯობესი იქნება თუ ამ ბიჭს შეეშვებით და მუშაობის მშვიდად გაგრძელების საშუალებას მიცემთ.
მერწმუნეთ, იგი ყოველდღიურად პროგრესირებს და ძალიან მალე ჰოლანდიელის სრულ შესაძლებლობებს იხილავთ.. მატაის ყველაფერი აქვს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელი გახდეს.
შეცდომებს თავადაც ვუშვებდი, ასე რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა.. თუ შეცდომა არ დაუშვი, პროგრესირება წარმოუდგენელია.
იუვენტუსის მაისურის ტარება იოლი არავისთვის არის.. დე ლიგტი სულ რაღაც 20 წლის არის და მას ფსიქოლოგიური წნეხის არ ეშინია, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია.
მერწმუნეთ საქმე მხოლოდ დროშია.. ლოკომოტივთანაც კარგად ითამაშა, მაგრამ ყველას შეცდომები ახსოვს.. დამერწმუნეთ, იგი მსოფლიოში საუკეთესო გახდება!”
ყველა რო დე ლიგტს აკრიტიკებს, დაავიწყდათ ბონუჩი რეებს აკეთებდა პირველი 1,5 წლის განმავლობაში? თავიდან ნამდვილად არ მჯეროდა რო ლეოსგან ტოპ-მცველი დადგებოდა, მარა მერე კი ჩამაგდებია ენა. ასე რომ დრო და მოთმინება გვჭირდება, ჩვენც და დე ლიგტსაც.
რას აკეთებ ასწავლა რასაც ვერ აკეთებს იმას ან ფსიქოლოგიური გაკვეთილი ჩაუტარა როგორც უფროსმა მეგობარმა