სარი:”10 საგოლე ეპიზოდი გვქონდა..”
გთავაზობთ მაურისიო სარის მატჩისშემდგომ კომენტარს:
“პირველ რიგში გეტყვით, რომ გონსალო იგუაინს ნაკრები დაადეს და ახლა არგენტინელი საავადმყოფოში მიყავთ. ის გონზეა და კითხვებზე პასუხებს მკაფიოდ გვცემს.
მეტოქეს მივეცით საშუალება ჩვენთვის იმ სტილის ფეხბურთი მოეხვია, რომელიც იუვენტუსისთვის უცხოა.. ამასთანავე გვქონოდა კარგი მომენტები ანგარიშის გასაზრდელად, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ..
ვერ შევძელით სიტუაციაზე კონტროლის დამყარება, რაც სავალალოდ დასრულდა.
კრიშტიანო რონალდუ გადაიღალა როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც და მერწმუნეთ, პორტუგალიელის აქ წამოსვა და სკამზე ყოფნა სასიკეთოდ არ იმოქმედებდა.
როდესაც მოთამაშე გადაღლას გრძნობს, ერთადერთი რაც გრჩება არის ის, რომ დასვენების საშუალება მიცე.
ფაქტი ფაქტად რჩება, გვქონდა 10 საგოლე მომენტი, რომლის გამოყენება ვერ მოვახერხეთ.. გატანილი გოლის შემდეგ კი ისე ვმოქმედებდით, თითქოს საკითხი დავხურეთ.
არ ვიცი, რამ იქონია ნეგატიური ზეგავლენა, მაგრამ მატჩის წინ ზუსტად იმ განწყობით მოვედით, რომელიც უნდა გვქონოდა..
რაც სკამიდან დავინახე, მატაის დე ლიგტის ინციდენტი არ იყო განზრახ ხელით თამაში.. უბრალოდ ბურთი რიკოშეტის შედეგად მოხვდა, მაგრამ არსებული წესებით ასპარეზობა მცველს უდაოდ ძალიან უჭირს.
როდრიგო ბენტანკურს რომ ძალუძს მირალემ პიანიჩის შეცვლა ამაში დღესაც დავრწმუნდი.. დიახ, მათ განსხვავებული გამოცდილება გააჩნიათ, თუმცა ურუგვაელის თამაში ძალიან მომწონს.
მეტოქეს თამაშიდან პრაქტიკულად არაფრის გაკეთების შანს არ ვუტოვებთ და გოლებს, მხოლოდ სტანდარტულებიდან ვუშვებთ, მათ შორის 11-იანებიდან..
უმჯობესია თუ ამ კომპონენტებზე ბევრს ვიმუშავებთ”.