მარკიზიო:”აქამდე იარაღი არასდროს მინახავს”
ცოტახნისწინ კლაუდიო მარკიზიო საკუთარ სახლში იქნა დაყაჩაღებული.. იუვენტუსის ექს შუახაზელმა მომხდარზე ისაუბრა:
“5 მძარცველი შემოიჭრა ჩვენს სახლში.. მათ ხელში იარაღები ეჭირათ, რომლებიც ჩვენსკენ იყო მომართული..
მათ მკითხეს სად იყო სეიფი.. ვუთხარი, რომ სახლში მსგავსი არაფერი მაქვს, რაც ბუნებრივია არ დაიჯერეს.. არადა სრული სიმართლე ვუთხარი..
რისი წაღებაც შეეძლოთ წაიღეს.. ძალიან ვინერვიულე საკუთარი და მეუღლის სიცოცხლეზე.. კიდევ კარგი რომ შინ ბავშვები არ იყვნენ, რომლებიც ფეხბურთის სათამაშოდ იყვნენ წასულები..
საბედნიეროდ გუნდის მწვრთნელმა რაღაც იეჭვა, რადგან სატელეფონო ზარებს არ ვპასუხობდი.. აქედან გამომდინარე მძარცველები აჩქარდნენ და ადგილი მალევე დატოვეს.
მოპარულ ნივთებზე ოდნავადაც არ ვდარდობ, რადგან ეს არ არის მნიშვნელოვანი..
ბედნიერი ვარ, რომ ახლა აქ ვარ და ამ თემაზე საუბარი შემიძლია.. ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდით ამ სახლის დატოვებას და ტურინის ცენტრში გადასვლას.. არა უსაფრთხოების გამო, უბრალოდ სხვა ლოკაციაზე გვინდოდა ყოფნა.”