დე ლიგტი ტურინში დარჩა
იუვენტუს მოსკოვის ლოკომოტივთან შეხვედრაში მატაის დე ლიგტი დააკლდება:
ჰოლანდიელი მცველი გუნდს მოსკოვში არ გაყოლია, რადგან ერთ-ერთ უკანასკნელ საწვრთნელ სესიაზე ტრავმა მიიღო.
იტალიური მედიის ცნობით, დე ლიგტს ბარძაყის კუნთი აქვს გაჭიმული და ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდი დაჭირდება სარეაბილიტაციო კურს.
ჰოლანდიელს დანიელე რუგანი ან მერიჰ დემირალი შეცვლის.