ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი:”რონალდუ? მე უფრო განვიცდიდი”

გთავაზობთ მაურისიო სარის მატჩისშემდგომ კომენტარს. ბუნებრივია იუვენტუსის თავკაცს კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებითაც მოუწია პასუხის გაცემა:

კრიშტიანო რონალდუ აპლოდისმენტებს იმსახურებს იმ მსხვერპლისთვის, რაც მან ამ შეხვედრაში გაიღო.

პორტუგალიელმა საწვრთნელი სესიის დროს მუხლის არეში ძლიერი დარტყმა მიიღო, მაგრამ მიუხედავად ამისა ინტენსიურად შრომობდა, რათა მოედანზე გამოსულიყო.

თუმცა, თამაშის დროს აშკარად ვხედავდი, რომ კრიშტიანო თავს იდეალურად არ გრძნობდა და შეცვლა გადავწყვიტე.

შესაძლოა მწვრთნელის სახეზე ემოციას ვერ ამჩნევთ, მაგრამ ამ დროს მე უფრო განვიცდიდი და ვიდრე რონალდუ.

მესმის, მისი უკმაყოფილების.. ეს სწორი რეაქციაა.. ასეთივე იქნებოდა პირობითად თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრეც რომ გამეყვანა.

მაგრამ მის მდგომარეობაში, როდესაც ბარძაყის არეშიც დისკომფორტს განიცდი, ზედმეტმა დატვირთვამ შესაძლოა სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანოს.

ვერცერთ ფეხბურთელს ვერ დამისახელებთ, რომელსაც ტკივილები აწუხებს და საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას სრული ძალებით ახდენს.. ამიტომაც არაა რონალდუ კარგ ფორმაში.

უშუალოდ თამაშზე გეტყვით, რომ მილანი მიუხედავად სატურნირო ცხრილისა, ვხედავთ რა კარგი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული..

დღეს, როსონერის ბევრი შანსი მივეცით.. კარშიც უფრო ხშირად ურტყამდნენ.. ბურთს მარტივად ვკარგავდით, რასაც ისინი ეფექტურად იყენებდნენ..

მეორეს მხრივ მომეწონა ჩემი მოთამაშეების სულისკვეთება და საქმისადმი მიდგომა.. ამ გუნდს ძლიერი ხასიათი აქვს, რომელიც მუდამ შეტევისკენ უბიძგებს.. გამარჯვება ნებსიმიერ ფასად!

გონსალო იგუაინს მართალია ბევრი გოლი ვერ გააქვს, მაგრამ არგენტინელი გუნდის საკეთილდღეოთ მოქმედებს.. ეხმარება დაცვას და ეწყობა პარტნიორების სათამაშო სტილზე..

ამიტომაც ვხედავთ ამ სეზონში იგუაინს, რომელიც მზად არის საგოლე გადაცემები გააკეთოს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x