ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია დრის მერტენსის მომავალზე

ნაპოლის რიგებში, რომ პრობლემებია ახალი არავისთვის არის.

იტალიურ მედიაში არ წყდება საუბარი, რომ აურელიო დე ლაურენტის მთელ რიგ მოთამაშეებთან აქვს პრობლემები, მათ შორის მთავარ მწვრთნელთან კარლო ანჩელოტისთან.

თუმცა, ახლა ეს სიახლე ერთ მათგანს და კერძოდ დრის მერტენს ეხება.

ბელგიელი ახლოს არის კლუბის დატოვებასთან, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება.

99%-იანი სიზუსტით უნდა ითქვას, რომ მის გახანგრძლივებას იგი არ აპირებს და უკვე იანვარშივე გაჩნდა დიდი ალბათობა, რომ კარიერას სხვა კლუბში განაგრძობს.

ინტერი ერთ-ერთ ვარიანტად სახელდებოდა, მაგრამ როგორც ირკვევა საქმეში ჩართვას მილანი და იუვენტუსი აპირებენ.

მაურისიო სარის ბელგიელთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და ზუსტად იცის, რისი მოცემა შეუძლია ამ უკანასკნელს ბიანკონერის წინა ხაზისთვის.

რაც შეეხება მილანს ისინი მართალია ყველა ზონაში პრობლემებს განიცდიან, თუმცა კრიშტოფ პიონტეკის ცუდი ფორმის კვალობაზე, შესაბამისი მახასიათებლების მქონე შემტევის დამატებას პრიორიტეტად მიიჩნევენ..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x