ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი:”იყო დრო მილანს ვქომაგობდი, მაგრამ საბედნიეროდ დავჭკვიანდი”

ჯორჯო კიელინიმ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ადრეულ ასაკში მილანის ქომაგი იყო:

დიახ, ამ თემაზე ადრე უკვე ვისაუბრე და ახლაც იმავეს გეტყვით..

სამწუხაროდ, იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც როსონერის ვქომაგობდი, მაგრამ შემდგომ გავიზარდე, დავჭკვინდი და გემოვნებაც დამეხვეწა.

პაოლო მალდინი ჩემი კუმირი იყო და ალბათ იმ პერიოდში ყველასი, ვინც მცველობას გეგმავდა.. 

თუმცა, ეს არ იყო გადამწყვეტი როდესაც მილანს ვირჩევდი.. ჩემი ძმა იუვენტუსს ქომაგობდა და აუცილებელი გახდა მოწინააღმდეგე მხარეზე გადასვლა.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი ბედნიერი იყო, როდესაც იუვემ ჩემი კონტრაქტი გამოისყიდა? მაშინ სულ რაღაც 20 წლის ვიყავი..

აქ მოსვლის წამიდან იმდენად დიდი ქომაგი გავხდი იუვენტუსის, რომ მართლა გაგიჭირდებათ ადამიანის პოვნა, რომელსაც ეს ფერები ჩემზე მეტად უყვარს.

მაღალი დონის მცველი, რომ გახდე აუცილებელია თითოეული ასპექტიდან სიამოვნება მიიღო.. 

ზუსტად ისეთ სიამოვნებაზეა საუბარი, როგორც მაგალითად ფორვარდს აქვს გოლის გატანისას.. შენ კი უნდა გქონდეს, მაშინ როდესაც ბურთს ართმევ..

თუ ასეთ ემოციებს იპოვი, მაშინ ნამდვილად შეგიძლია მაღალი დონის მცველი გახდე!

კრიშტიანო რონალდუ და ლეო მესი უდაოდ განსაკუთრებულები არიან.. მაგრამ მათ გვერდით მუდამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ვაყენებ..

შვედის წინააღმდეგ ყოველთვის რთული იყო.. ამიტომაც ვარ ბედნიერი, რომ მომიწია მის გვერდითაც და წინააღმდეგაც ასპარეზობა.

მატჩები რომლებსაც ვერ დავივიწყებ, პირველ რიგში არის სადებიუტი მესინას წინააღმდეგ. ჩვენ მაშინ მეტოქე 3-0 დავამარცხეთ.

მეორე მატჩი ტრიესტეში, როდესაც ამ ციკლის პირველი სკუდეტო მოვიპოვეთ.. ეს დაუვიწყარი საღამო იყო.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x