ატალანტასთან მატჩამდე 2 დღით ადრე..
ტურინელები კონტინასას საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით შეიკრიბნენ..
თუმცა, ადრიენ რაბიო და კრიშტიანო რონალდუ ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდნენ..
ფრანგთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინვე შემოგთავაზეთ..
მას ბარძაყის არეში კუნთის დაჭიმულობა აღენიშნება და ჯერჯერობით უცნობია იასპარეზებს თუ არა მოახლოებულ დაპირისპირებაში, ატალანტასთან რომელიც შაბათს გაიმართება.
პორტუგალიელთან მიმართებაში კონკრეტული არაფერია.. დიდი ალბათობით ის უბრალოდ აღდგენით პროცეს გადის სანაკრებო ბატალიების შემდეგ.
ალექს სანდროს ინტენსიურ ვარჯიში მონაწილეობა არ მიუღია და კითხვის ნიშნები იასპარეზებს თუ არა ბერგამოელთა წინააღმდეგ, კვლავინდებურად აქტუალური რჩება.
ხვალ, თბილისის დროით 12:30-ზე მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია შედგება.