მაურისიო სარი ატალანტასთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე
გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას, რომელიც ატალატანსთან მოახლოებულ მატჩს დაეთმო:
“არ ღირს ძველ თემებზე საუბარი. ზოგჯერ ფეხბურთელებს დამშვიდების და ტემპერატურის დაწევის საშუალება უნდა მივცეთ.
საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ სამშაბათს კრიშტიანო რონალდუმ გვითხრა, რომ თავს 100%-ით მზად არ გრძნობდა.
ჩვენთვის კი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მწყობრში დავაბრუნოთ.. 99%-იანი სიზუსტით შემიძლია გითხრათ, რომ ამას ხვალ ვერ მოახერხებს.
თამაშს გარკვეული პრობლემებით ვხვდებით. ალექს სანდროს ეს ნაკლებად ეხება, რადგან თავდაპირველად უფრო ცუდი მოლოდინი გვქონდა, მაგრამ ბრაზილიელის მდგომარეობა ახლა გაუმჯობესდა.
ადრიენ რაბიოს ამ მხრივ ნაკლებად გაუმართლა. ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და სამედიცინო შტაბის დასკვნას ველოდებით.
ბლეზ მატუიდიც არ არის ბოლომდე მზად, მაგრამ მისი ხასიათიდან გამომდინარე ხვალ გუნდთთან ერთად იქნება.
ვერ ვიტყოდი, რომ ატალანტა თავის ტკივილის მომგვრელი გუნდია.. ვფიქრობ, ეს გადამეტებული შეფასებაა და მეტი არაფერი.
იდეალური აღწერა პეპ გუარდიოლამ მოახდინა, როდესაც ატალანტა ესპანელის მიერ გაწვრთნილ სიტის დაუპირისპირდა.
რთული მატჩი რომ იქნება ამას წყალი არ გაუვა, რადგან ბერგამოელები ტექნიკურ და აგრესიულ სტილში მოქმედებენ.
რაც შეეხება ჩვენს სტილს.. დიახ, მისი შეცვლა მართლაც გვსურს, მაგრამ რიგი ფეხბურთელების მახასიათებლების და ხასიათის წინააღმდეგ წასვლა იოლი არ არის.
აუცილებელია გარკვეული კომპრომისის მონახვა.. რაც შეეხება სტაბილურ დაცვას, ამ მხრივ პრობლემა არასდროს მქონია.. ძლიერი დაცვის ჩამოყალიბება ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს.
აი მენტალიტეტის შეცვლა ერთი მეტოქისთვის ეს უკვე სხვა თემაა და პრაქტიკულად შეუძლებელია.”