იგუაინი:”ახლა ბედნიერი ადამიანი ვარ”
ატლეტიკოსთან მატჩი ხვალ შედგება და წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე მაურისიო სარისთან ერთად გონსალო იგუაინი წარდგა:
“თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ.
არამარტო იმიტო, რომ ტურინში დარჩენა გადავწყვიტე.. იმის გამო თუ როგორ მეპყრობიან თანაგუნდელები, გულშემატკივრები და კლუბში მომუშავე ადამიანები.. აქ არაჩვეულებრივი წლები მაქვს გატარებული.
ახლა ყველაფერი კარგად ვითარდება თუმცა, კმაყოფილი არ ვარ.. წინ არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი გველის.
როდესაც გუნში ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელები იმყოფებიან, აუცილებელია თითოეული მათგანი მაქსიმალურად გამოიყენო.. მეც და პაულო დიბალაც მაქსიმუმს გავიღებთ წარმატებისთვის.
გუნდისთვის თითოეული წევრი მნიშვნელოვანია.. ბუნებრივია კრიშტიანო რონალდუ ამ რიცხვში შედის, რადგან პორტუგალიელი ფენომენალური თვისებებით არის დაჯილდოებული.
ჩვენ აქ ყველანი ერთმანეთს ვეხმარებით, რათა წარმატებას მივაღწიოთ! ყოველთვის ვართ ორიენტირებულნი პროგრესზე და ვცდილობთ ერთმანეთის სათამაშო მახასიათებლების მიმართ ადაპტაცია გავიაროთ.
სწორედ ასეთმა მიდგომამ და შრომისმოყვარულობამ გახადა ეს გუნდი ასეთი წარმატებული.
მაურისიო სარისთან საკუთარი კარიერის საუკეთესო წლები გავატარე და მის მოთხოვნებს, ყოველთვის ზუსტად ვხვდები.
ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის საშუალება ისევ მომეცა.
მწვთნელსაც შეუძლია პროგრესირება, როგორც თითოეულ ფეხბურთელს.. მას მკაფიო ხედვები აქვს თუ როგორ სტილში უნდა ვთამაშობდეთ..
მაქსიმუმს ვიღებთ და სეზონის სტარტი, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული გამოდგა. მართალია თამაშის ხარისხი იდეალური არ არის, მაგრამ შედეგზე იმავეს ვერ იტყვით.
ატლეტიკო ტოპ დონის გუნდია, რომელიც პატივისცემას იმსახურებს.. ეს ძალიან რთული და ინტენსიური დაპირისპირება იქნება.
ესპანელები აქ გამარჯვებისთვის მოდიან, მაგრამ ვეცდებით საკუთარი საუკეთესო კუთხეების დემონსტრირებას და წარმატების მიღწევას, რათა ჯგუფი პირველ პოზიციაზე დავხუროთ.”