ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაულო დიბალა რონალდუზე, მესიზე, სარიზე და გუნდის ლიდერობაზე

პაულო დიბალა ატლეტიკოსთან შეხვედრის წინ TuttoSport -ის ჟურნალისტებს შეხვდა:

“საერთოდ, მოედანზეც და მის მიღმაც ერთი ჩვეულებრივი მშვიდი ადამიანი ვარ..

უბრალოდ მინდორზე ყოფნისას, მთელი გულით მსურს საკუთარი შესაძლებლობების სრულად დემონსტრირება.

მინდა, რომ მოქმედების ცენტრში ვიყო.. ვგრძნობ, რომ შემიძლია სიტუაციაზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენა და საწვრთნელ სესიებზე ამისთვის ბევრს ვშრომობ.

გოლები გოლებია და მასსზე უარს არავინ იტყვის, შემტევი კი პირველ რიგში! მაგრამ მის გარდა ფეხბურთში იმდენი წვრილმანი რამ არის, რაც სიამოვნებას განიჭებს, რომ თითოეულის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

არანაკლებ სიამოვნებას განვიცდი, როდესაც პარტნიორს მიზნის მიღწევაში ვეხმარები.. იუვეში ორიენტირებულნი ვართ, რომ ერთმანეთს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ.

კრიშტიანო რონალდუ? ბევრი მეკითხება და თამამად ვპასუხობ, რომ ასეთი პრივილეგია ბევრ ფეხბურთელს არა აქვს.. შენ ყოველდღიურად უყურებ, როგორ მუშაობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.

საერთოდ, საკმაოდ იღბლიანი ვარ, რადგან არგენტინის ნაკრებში ლეო მესის გვერდით მიწევს ყოფნა.. ესენი არიან ფეხბურთელები, რომლებიც ყველა სხვა დანარჩენზე, შესაძლოა 1 ან 2 საფეხურით ზემოთ არიან.

რთულია ასეთი რიტმის სტაბილურად შენარჩუნება და სეზონში 40-40 გოლის გატანა.

კრიშტიანოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.. ჩვენ, ერთმანეთთან ხშირად ვსაუბრობთ როგორც იუვეზე, ასევე ეროვნულ ნაკრებებზე.. ან თემებზე, რომლებიც ფეხბურთს საერთოდ არ ეხება.

იგივე სიტუაცია სუფევს ლეო მესისთან მიმართებაშიც. ჩვენმა ურთიერთობამ პროგრესი განიცხადა.. კლუბში ადამიანები ერთმანეთს ხშირად ხედავენ, ხოლო ნაკრებში სხვა სიტუაციაა..

გუნდის ფილოსოფია ეტაპობრივად იცვლება.. მაურისიო სარის სხვა სტილი აქვს და იგი ბევრს მუშაობს საკუთარი იდეის რეალიზებისთვის.

დღეისათვის ფეხბურთელები ბურთთან უფრო მეტ დროს ვატარებთ და ბუნებრივია ერთმანეთს, მეტ საგოლე შანს ვუქმნით.

ვსწავლობთ უფრო სწრაფ სიჩქარეზე თამაშს და მუდმივ შეტევებს.. არის 90 წუთიანი დაპირისპირებები, სადაც 20 ეპიზოდს მაინც ვქმნით მეტოქის კართან.. წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი ფორვარდისთვის რას ნიშნავს!

თავს კლუბის მნიშვნელოვან წევრად ვგრძნობ, რომელიც გულშემატკივრების მხრიდან განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. 

თუმცა, ლიდერად თავს არ ვგრძნობ და სიმართლე გითხრათ, არც ვცდილობ რომ ვიყო..

ლიდერი ვალდებულია რაღაც აუხსნელი ენერგია გადაცეს ჯგუფის სხვა წევრებს.. არ არის აუცილებელი ვინმეს უყვირო ან შეურაწყოფა მიაყენო, რათა პატივისცემა დაიმსახურო.

უბრალოდ საჭიროა იცოდე, თანაგუნდელთან სალაპარაკოდ შესაფერისი დრო შეარჩიო.. ზოგჯერ ლაპარაკიც არ ღირს..

აი მაგალითისთვის პატრის ევრა ამ მხრივ იდეალური იყო.. ან ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც ნამდვილი ჯენტლმენია.. მხოლოდ მისი ყოფნაც კი ისეთი საოცარია ვერ აგიღწერთ.

მთავარია დარჩე ისეთი როგორიც ხარ.. უბრალო.. შეუძლებელია ძალით ვინმეს თავი შეაყვარო.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Bacho
Bacho
4 years ago

რა გაგიკვირდა შეჩემა უფარჩაკეს ფეხბურთს ათამაშებდა გუნდს და აიაქსთანაც მაგ ფეხბურთის გამო გავარდა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x