პოზიტიური ცნობები სანდრო ტონალისთან დაკავშირებით
იტალიური მედია სანდრო ტონალისთან დაკავშირებით, იუვენტუსის ქომაგებისთვის პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს.
საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა ნიჭიერი შუახაზელით პსჟ-ი ინტერესდებოდა და არსებობდა მოსაზრება, რომ ლეონარდო ფინანსური თვალსაზრისით მას საფრანგეთში გადაიყვანდა.
მაგრამ როგორც SportMediaset -ისთვის გახდა ცნობილი, სანდროს აპენინების დატოვება მიზნად არა აქვს და ურჩევნია კარიერა იტალიაში განაგრძოს.
ამ ეტაპზე, სერია ა-ში მოთამაშე გუნდებიდან პოლ-პოზიცია იუვენტუსს უკავია, რომელმაც მასიმო ჩელინოსთან ტონალის თაობაზე მოლაპარაკებები არაერთხელ გამართა.
ბიანკონერის გარდა, საქმეში ფიგურირებენ რომა, მილანი და ინტერი..
ბრეშა ამ ეტაპზე საკუთარ შუახაზელს 40 მილიონ ევროდ აფასებს.