ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს, ატლეტიკოსთან გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც ბიანკონერის გამარჯვებით 1-0 დასრულდა.
შეხვედრაში ერთადერთი ბურთის ავტორი კი არგენტინელი პაულო დიბალა გახდა!
შესნი – 6 – ყურადღებით მოქმედებს თითოეულ ეპიზოდში.. გამოსვლებზე უშეცდომოა და პრაქტიკულად არ რისკავს.
დანილო – 6.5 – დაცვაში ყოევლგვარი პრობლემის გარეშე დგას. აჩერებს უმეტეს შეტევებს, რომელიც მის ფლანგზე ხორციელდებოდა.
ბონუჩი – 6.5 – გულშემატკივრები უკვე შეეჩია მის სტაბილურად საიმედო ასპარეზობას. თავადაც, კომფორტულად გრძნობს თავს და საოცარი ცივსისხლიანობით გამოირჩევა.
დე ლიხტი – 7 – ერთადერთი იმის ახსნა მოუწევს, თუ როგორ გატარდა ბურთი მორატაზე.. შესაძლოა მატჩის მიწურულსაც გაუჩნდეს ვინმეს კითხვის ნიშანი, მაგრამ აქ ფაქტიურად მარტო იყო ზონაში დარჩენილი.. სხვა მხრივ, აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს აქრობს.. მის ზონაში თქვენ ვერ შეხვალთ, რადგან იქ ჰოლანდიური კედელი იდგება, რომელიც არაფრის დიდებით არ გაგატარებთ.
დე შილიო – 6.5 – მორიგი კარგი მატჩი მატიას შესრულებით.. თავდაჯერებული და ზუსტია.. დაცვაში როგორც ყოველთვის დიდი ყურადღებით ასპარეზობს.
ბენტანკური – 6.5 – როდრიგო მაურისიო სარის ფაქტიურად არასდროს აწბილებს.. ზუსტად იცის რა და როდის უნდა გააკეთოს.. ეხმარება გუნდს მეტოქის იერიშების ჩალაში და თავის მხრივ შემტევი მანევრირების აშენებაში. არის მომენტები, როდესაც ქრება, მაგრამ მალევე ბრუნდება.
პიანიჩი – 6 – უფრო ყურადღებიანია, ვიდრე ჩვეულად ეფექტური და აქტიური.. მეტოქე მასსზე პრესინგს ცდილობდა და აქედან გამომდინარე, ბოსნიელს აქცენტი სიმარტივეზე ქონდა გადატანილი.
მატუიდი – 6.5 – გარკვეულ ეტაპზე მესამე ფორვარდის როლსაც კი ასრულებდა, იწეოდა რა თავისუფალ სივრცეში, რომელსაც პარტნიორები უტოვებდნენ.. მაგრამ უმეტესწილად მეტოქის შეუახაზს ავიწროვებდა და შეცდომების დაშვებისკენ უბიძებდა.
რემზი – 5.5 – უდაოდ რთული მისიაა იუვენტუსის გამთამაშებლად ყოფნა.. ისეთ ზონაშ მოქმედებდა, როდესაც ბურთთან იყო, რომ მის გარშემო მუდამ ჩნდებოდა ორი ესპანელი, რომლებიც მზად იყვნენ ბურთიანად გაექროთ უელსელი შუახაზელი.. ცდილობდა კომბინირებას, მაგრამ..
ბერნარდესკი – 6.5 – 63 წუთიდან – გასული მატჩებისგან განსხვავებით, ფედერიკო ეფექტურად ჩაერთო და დიბალასთან კარგად კომბინირებდა.. ერთ ეპიზოდში კარგი შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი ძელსაც მოხვდა.. შემდეგ მწვრთნელის დავალებით უფრო სიღრმეში შეიწია და მეტად ცენტრალური ნახევარმცველის როლში მოგვევლინა.
დიბალა – 8 – მაღალი ინტელექტის დემონსტრირება მოედნის თითოეულ მონაკვეთზე. პაულო საოცარ თავდაჯერებულობას აფრქვევს და არ ერიდება ეფექტურ თამაშს, რომელიც ხშირ შემთხვევაში მისი გამარჯვებით სრულდება. გოლი კი ნამდვილად გამორჩეული იყო.. მისი საყვარელი მარცხენა ფეხით მეკარე უშანსოდ დატოვა და იუვენტუს მორიგი ქულები მოუტანა.
იგუაინი – 6 – გამოდის შეხვედრაში, სადაც იბრძვის გადმოგდებულ ბურთებზე და მცველებს შესავიწროვებლად..
რონალდუ – 5.5 – პოზიტიური ის მომენტია, რომ არ ჩერდება.. ეძებს შანს რომელიც ახლა ნამდვილად არ ქონია.. მატჩის ბოლოს საკუთარ ნახევარზეც დაბრუნდა, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, პოზიტიური ნიშანია.
სარი – 6.5 – მორიგი გამარჯვება, ისევ დაუმარცხებელი იუვენტუსი რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფისკენ გაფრინდა..
ბრავო ბიჭებს, ბოლო 10 წუთის გარდა კარგათ ითამაშეს. გამოსარჩევია მთელი დაცვის კარგი თამაში, დე ლიგტი მაგრად იზრდება, თუ ასე გააგრძელა მონსტრი იქნება. დიბო აჩვენებს იმ თამაშს რომელსაც ყველა ველით. ნახევარდაცვა მაფიქრებს, კონკურენცია კია მაგრამ ხარისხა არა. ამ გუნდს ერიქსენზე მაგრად პოგბა დახატავს და მართლაც საუკეთესოები გავხდებით.
დიბო ძაან მაგარ ფორმაშია და სულ ძირითადში უნდა იყოს. პ.ს.: შესნის 6.5 მაინც ეკუთვნოდა.