ლეონარდო ბონუჩიმ გულშემატკივრებს ავტო-ბიოგრაფიული წიგნი წარუდგინა
გუშინ, ლეონარდო ბონუჩიმ საზოგადოებას ავტო-ბიოგრაფიული წიგნი წარუდგინა, რომელიც თანა ავტორ ფრანჩესკო ჩენიტისთან ერთად დაწერა..
წიგნის სახელი არის:“ჩემი მეგობარი ლეო”..
პრეზენტაცია შედგა პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან და სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან ერთად.
ჟურნალისტებს თავად ბონუჩიც გაესაუბრა:
“ამ წიგნში მტკივნეული პრობლემები არის ამოწეული. მაგალითად ისეთი, როგორიც არის სკოლაში ბულინგი, რომლის მსხვერპლიც წლების მანძილზე ვიყავი..
ამ ფაქტს, დიდი ხის მანძილზე ვმალავდი, თუმცა..
იმედი მაქვს, ეს წიგნი გამოადგებათ მათ ვინც მსხვერპლის როლშია.. შესაძლოა თავად ბულინგის ავტორებსაც, რომელთა პრობლემებიც, შესაძლოა უფრო სიღრმისეულიც კი იყოს.
სასუოლოსთან მატჩი არის მომდევნო დაპირისპირება, სადაც გამარჯვების მიღწევა გვმართებს. ფაქტია, გუნდი უმატებს როგორც ფიზიკური, ასევე სათამაშო ხარისხის კუთხითაც.. შესაბამისად, მინდორზეც მეტად აგრესიულები ვხვდებით.
თუ ისეთ გუნდთთან გვიწევს დაპირისპირება, რომელიც მეტ თავისუფალ სივრცეს ტოვებს, ბუნებრივია ბურთს უფრო სწრაფად ვათამაშებთ. ძალიან მალე “სარი-ბოლი” რეალური გახდება.
ვთამაშობ ყოველთვის, როგორც სიამაყის გრძნობით, ასევე დიდი პასუხისმგებლობით.. ჯორჯო კიელინის ტრავმის შემდეგ კაპიტანი გავხდი და ბუნებრივია თითოეულ დეტალს მეტი ყურადღებით ვეკიდები.
კონტრაქტიც გავახანგრძლივე და იუვენტუსშიც ზუსტად იმიტომ დავბრუნდი, რომ გუნდის ლიდერი გავხმდარიყავი. ამ შესაძლებლობის გამო თითოეულს მინდა მადლობა გადავუხადო.
მატეის დე ლიხტი თამაშიდან თამაშამდე იზრდება.. ეს არის მცველი, რომელიც დეტალების დიდი ყურადღებით გამოირჩევა..
დრო ჭირდება, მაგრამ ღრმად მწამს რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ცენტრალური მცველი გახდება.
კრიშტიანო რონალდუ? ვმუშაობთა, რათა პორტუგალიელისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ, რისი დახმარებითაც რონალდუ საკუთარი შესაძლებლობების სრულ დემონსტრირებას მოახდენს.
მართალია ახლა იგი იდეალურ კონდიციებში არ იმყოფება, მაგრამ გვერდით ასეთი ფიგურის ყოფნა წარმოუდგენლად დიდი კომფორტია.
მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ საბედნიეროდ გუნდში არიან პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი.. ისინი კი მართლაც შესანიშნავ ფორმაში არიან.”