რობერტო მანჩინი ევრო 2020-ის წილისყრაზე
იტალიის ნაკრების მეტოქეები ევრო 2020-ზე ცნობილია.. სკუადრა აძურის ჯგუფში თურქეთი, უელსი და შვეიცარიის ეროვნული გუნდები მოხვდნენ..
გთავაზობთ რობერტო მანჩინის კომენტარს წილისყრის დასრულების შემდეგ:
“შეიძლებოდა მეტოქედ საფრანგეთის ნაკრები ყოფილიყო, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ეს საკმაოდ დაბალანსებული ჯგუფია..
ყველა თამაში თავისებურად რთული იქნება და მაქსიმალური კონცენტრირებით უნდა მივუდგეთ. ის ფაქტი, რომ რომში გვიწევს შეხვედრები გარკვეულ უპირატესობას იძლევა, მაგრამ დასკვნით ეტაპზე, ეს გადამწყვეტი ნამდვილად არ არის.
გამოვარჩევდი უელსის ნაკრებს, რომელიც სიმპატიურ ფეხბურთს თამაშობს. მათ რიგებში უამრავი ვარსკვლავია და ეს უდაოდ ძლიერი მეტოქეა.
ჩვენი მიზანი მატჩიდან მატჩამდე გამარჯვებაა.. ბუნებრივია გვსურს 1/2 და შემდგომ ლონდონში ფინალში თამაში.. მაგრამ კონცენტრირება ყოველ მომდევნო დაპირისპირებაზე უნდა მოვახდინოთ.
არავინ ელოდა, რომ ხორვატია ფინალში გავიდოდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ასე რომ ყოველთვის შეიძლება მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდეს, თუ შენ სათანადოდ მზად არ იქნები.
საკუთარი ფეხბურთელების მწამს, მაგრამ წინ ბევრი სამუშაო გვაქვს.. მთავარია მათ გაითავისონ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ და საქმეს ცივსისხლიანად მიუდგნენ, როგორც ეს მთელი საკვალიფიკაციოს მსვლელობისას ფიქსირდებოდა.”
is beberi ventura rato moatries , samarcxvino shedegi dado tipma ))) am italias dzaan zlieri naxevardacva yavs )) jorjinio, verati, barela, sensi, tonali ) arc erts ar aklia azrovneba centrshi )) rasac centr forvardebze ver vityvi)))
კაი ტემპი აქვთ აკრეფილი
იტალია და შვეიცარია გავლენ ეგრე მგონია, თუმცა უელსმაც შეიძლება გაგვაკვირვოს ისევ.