ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს სასუოლოსთან გამართული მატჩის შემდეგ:
ბუფონი – 5 – პარტნიორებმაც შეუწყვეს ხელი, თუმცა ჯიჯისთვის ეს მატჩი იუვენტუსის მაისურით დასამახსოვრებელი რომ არ იყო ფაქტია.
კუადრადო – 5.5 – დაცვაში უფრო კარგად ირჯებოდა ვიდრე შეტევაში, რაც მისი მახასიათებლების მოთამაშისთვის ფრიად უცნაურია.
დე ლიხტი – 5 – იყო ეპიზოდები, სადაც მისი მოქმედებების შედეგად იუვენტუსმა სერიოზული პრობლემები აიცილა თავიდან.. მაგრამ, მისდა სამწუხაროდ სტაბილურობა აკლია.
ბონუჩი – 6.5 – საუკეთესოა პარტნიორებისგან უკანა ხაზში, მაგრამ მისი შეცდომებიც თვალშისაცემია.. მიუხედავად ამისა ანგარიში სწორედ ლეომ გახსნა..
ალექს სანდრო – 5.5 – სირთულეების წინაშე აღმოჩდა, რადგან ფაქტობრივად ეულად უწევდა ასპარეზობა როგორც უკან, ასევე წინ.
ემრე ჯანი – 5 – გასაგებია, რომ სათამაშო პრაქტიკა აკლია, მაგრამ.. გერმანელს საფეხბურთო აგრესიაც აკლდა და თითქოს მისთვის სულერთი იყო მოედანზე მიმდინარე პროცესები.
მატუიდი – 54 წუთიდან – საჭირო დინამიურობა შემოაქვს, რასაც სარი მისგან ითხოვს.
პიანიჩი – 6 – კარგად დაიწყო, შემდეგ გაქრა.. მატჩის ბოლოს ისევ გამოჩნდა. ბოსნიელი აშკარად გადაღლილია და დროა დასვენების საშუალება მიცენ.
ბენტანკური – 7 – უდაოდ საუკეთესო იყო თანაგუნდელებიდან.. კარგი იდეები და მშვენიერი მანევრირება მოედნის ცენტრში. არაერთი კარგი ართმევა და ნაყოფიერი ასპარეზობა დასწრებაზე.. როდრიგომ გუნდისთვის ქულის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ბერნარდესკი – 5 – იღებს სრულებით დამსახურებულ სტვენას.. არანაირი იდეა!
დიბალა – 54 წუთიდან – 6.5 – გამოდის და გუნდი მომენტალურად იღვიძებს!
იგუაინი – 5 – ბევრს იბრძოდა, მაგრამ უშედეგოდ.. არ იყო მისი საღამო.
რონალდუ – 6 – პირველ ტაიმში არ ჩანდა, მაგრამ მოედანზე მეორე ნახევარში სწორი განწყობით ბრუნდება. ათანაბრებს ანგარიშს და გარკვეულ ეპიზოდში დირიჟორობს კიდევაც საკუთარი თანაგუნდელების თამაშს..
სარი – 5.5 – იუვე დაუმარცხებელია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სასუოლომ ბიანკონერის ზღვა პრობლემები შეუქმნა და გუნდი მარცხს პაულო დიბალას ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადაურჩა.. სარის მიმართ უკვე ბევრი კითხვა გროვდება..
ბონუჩიმ რა გააკეთა სასუოლოს პირველი გოლის ეპიზოდში ვერ გავიგე ))) ტიპი დადგა და შეუშვა მეტოქე ცარიელ ზონაში ))) აშკარად უნდა გაყოლოდა და აეყვანა მეტოქე )) გაჩერდა და უყურო როგორ შეირბინა ცარიელ ზონაში ))) გატანილ გოლზე ფიქრობდა ალბათ )))