ბენტანკური:”სარიც და ალეგრიც ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ”
როდრიგო ბენტანკურის განცხადებით მაურისიო სარიც და მაქს ალეგრიც მის პოტენციალს განსაკუთრებულად აფასებდნენ:
“რამდენიმე დღის წინ სარის ვესაუბრე და მან ზუსტად ის მითხრა, რასაც თავის დროზე ალეგრი მეუბნებოდა..
– შეგიძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდე! მთავარია გოლების გატანას მოუხშირო..
სიმართლე გითხრათ, მინდორზე ყოფნისას ყოველთვის ვცდილობ პარტნიორზე თამაშს.. მისთვის კომფორტული სიტუაციის შექმნას.. თუმცა, როგორც ჩანს ეგოისტურად ასპარეზობა მართებს..
ადრეულ პერიოდში აღფრთოვანებაში მოვყავდი სტივენ ჯერარდის და ფრენკ ლემპარდის ასპარეზობას.. დირიჟოროული თვალსაზრისით ბუსკეტსის სტილი მომწონდა.
ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ გვერდით მირალემ პიანიჩთან მიწევს ყოფნა.. ბოსნიელი უდაოდ განსაკუთრებულია.. მისი სტილი და თავდაჯერებულობა საოცარ ეფექტს იძლევა.
მისი შეცვლა წარმოუდგენლად რთულია.. საერთოდაც ამ პოზიციაზე მყოფი ფეხბურთელი განსაკუთრებული უნარ ჩვევებით თუ არ არის დაჯილდოებული, წარმატების მიღწევა გაუჭირდება.. მირალემი კი ყველაფერს იდეალურად ასრულებს.”