იუვენტუსის ულტიმატუმი პსჟ-ს..
სხვადასხვა იტალიური გამომცემლობის მტკიცებით ბიანკონერიმ პსჟ-ს ულტიმატუმი წაუყენა.
არავისთვის არის სიახლე, რომ ფრანგული გრანდი მატია დე შილიოს გადაბირებით არის დაინტერესებული.
ლეონარდო ტურინელებს პირდაპირ ბარტერს თავაზობდა ტომას მუნიეში, რაზეც იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა კატეგორიული უარით უპასუხა.
როგორც ირკვევა ფაბიო პარატიჩიმ ლეონარდოს ულტიმატუმი წაუყენა – 20 მილიონი და მუნიეს სატრანსფერო უფლებები.. მხოლოდ ამ წინადადების სანაცვლოდ დათმობს იუვე დე შილიოს..