მარჩელო ლიპი იუვენტუსის მარცხსა და სხვა თემებზე
მარჩელო ლიპის მოსაზრებით იუვენტუსი კრიზისში არ იმყოფება:
“ეს მაურისიო სარისთვის პირველი მარცხია და უმჯობესი იქნება საქმის მშვიდად გაკეთების საშუალება მივცეთ.
მოვუსმინე ანტონიო კასანოს კომენტარს, სადაც იგი ამბობს რომ სარის უკვე 4 თვეა ელოდებიან..
მაურისიოს ჯადოსნური ჯოხი არა აქვს და ვინმე თუ ლოდინით დაიღალა, ეს მისი პრობლემაა..
ანტონიო კონტე ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს, მაგრამ მაისამდე მოცდა მოგვიწევს და უკვე ამის შემდგომ, შეგვეძლება გარკვეული დასკვნების გამოტანა.
სიმართლე ითქვას, არამგონია ვინმესთვის ნერიაძურის შედეგი მოულოდნელი ყოფილიყო. ანტონიომ ყველგან დაგვიმტკიცა, თუ რაოდენ მოტივირებულია საქმის კეთებისას.
კარლო ანჩელოტის ჩემი შექება არ ჭირდება.. კარიერაში ყველას უდგას პოზიტიური და ნეგატიური მომენტები. მესმის, რომ ახლა ნაპოლის სერია ა-ში საქმე კარგად არ მისდის, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება ნამდვილად შეუძლიათ.
მილანს ზუსტად ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტიპის ქარიზმატული პიროვნება ესაჭიროება. იმედი აქვს, როსონერი მოახერხებს შვედის დამატებას.
რობერტო მანჩინი? პროდუქტიულად მუშაობს და ყველაფერთად ერთად, მომეწონა მისი მესიჯი გუნდების მიმართ, სადაც აძურის თავკაცმა ყველას მოუწოდა ახალგაზრდა მოთამაშეებს შანსი მიცენ.
ეს კარგი მომავლის საწინდარია.”