მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია
გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას, რომელიც ლევერკუზენთან მოახლოებულ დაპირისპირებას დაეთმო:
“ტრავმები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და სამწუხაროდ, მას ვერავინ ვერასდროს გაექცევა.
დღეისათვის ისიც კი არ ვიცი, ტრეკუარტისტას როლში რომელი ფეხბურთელის გამოყენების საშუალება მაქვს.. აარონ რემზი და დუგლას კოშტა გუნდს ტრავმების გამო გამოაკლდნენ.
ადრიენ რაბიომ წინასასეზონო მზადებისას კარგი პროდუქტიულობა გვაჩვენა მარცხენა ნახევარმცველის ამპლუაში.. ერთადერთი იმაში არ ვარ დარწმუნებული, რამდენად არის იგი 90 წუთისთვის მზად.
ვიცით რომ მომატება გვმართებს.. სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და ამ ასპექტებზე მუშაობას განვაგრძობთ. ბურთის ფლობა აზრს კარგავს, თუ შენ ეს ყოველივე მაღალ სიჩქარეზე არ განახორციელე. ყველაფერთან ერთად, არ შეიძლება დაცვაში ღრმად ჩაჯდომა.. ეს შეტევის პროდუქტიულ დაწყებას ხელს უშლის.
მთავარია, მუდმივად ვცდილობთ კონტროლის დამყარებას.. ეს კი სწორედ ის დიდი ცვლილებებია რაზეც ვსაუბრობდით. ასეთი რამ სწრაფად არ მოდის.. ამ მენტალიტეტის თვალსაჩინო მაგალითი ლაციოსთან პირველ 45 წუთში ვიხილეთ.
როდესაც იუვენტუსის ხელმძღვანელობას ვესაუბრებოდი, ვკითხე თუ რატომ ქონდათ ჩემპიონატის ფინიშზე მხოლოდ სამი ქულა დაგროვებული.
ვუთხარი, რომ ეს შესაძლოა ცუდი მენტალიტეტის ბრალი იყო, მიუხედავად იმისა რომ კალჩოში პირველობა ვადაზე ადრე გაინაღდეს.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა არის პრივილეგია, რომელიც საბედნიეროდ გაგვაჩნია. ამიტომაც ვუთხარი ბიჭებს ფოკუსირება ფეხბურთზე მოახდინონ, ხოლო შედეგი მოვა ან პირიქით არ მოვა.. მიზანი გუნდს ყოველთვის გააჩნია.
ევროთასებზე 21 მატჩია არ წამიგია.. სადღაც წავიკითხე, რომ რეკორდი 22 დაპირისპირებისგან შედგება და თუ ფეხბურთელები არ დამეხმარებიან, მაშინ მათ პრობლემები ელით (იცინის).
ფაქტია, ყველაზე გამორჩეულად ევროპა ლიგის ფინალი დამამახსოვრდა.. იმედი ვიქონიოთ ეს რეკორდი მორიგი ფინალით დასრულდება.
ტრიო პაულო დიბალა, კრიშტიანო რონალდუ და გონსალო იგუაინი არის ექსპერიმენტი.. მივეჩვიეთ თამაშის მსვლელობისას ასეთ მანევრს, მაგრამ არაერთხელ დავრწმუნდით იმაშიც, რომ ასეთი ფორმაციით თამაში დიდხანს ყოფნა კარგს არაფერს მოგვიტანს.”
anchelotim bolo gundebshi yvelgan chaijva ))
didi siamovnebit vixilavdi anchelotis iuves sataveshi eg kaci mgelia nu exla napolishi ver qna veraferi xdeba jadoqari araa magram udzlieresi treeneria magram armova albat :)))))))))))