ტუტოსპორტი საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას აქვეყნებს
მართალია იუვენტუს ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალური ეტაპი უკვე განაღდებული აქვს, თუმცა გერმანელებთან შეხვედრა სხვადასხვა ასპექტებიდან გამომდინარე უდაოდ საინტერესოა..
თუნდაც, იმის გამო რომ იუვე აგერ უკვე მეორე შეხვედრაა გამარჯვებას ვერ ახერხებს.. ჯერ იყო და შინ სასუოლოსთან ფრედ ითამაშა, ხოლო შემდგომ გასვლაზე ლაციოსთან დამარცხდა.
აქედან გამომდინარე საინტერესო ხდება ლევერკუზენთან შეხვედრაში მაურისიო სარი რა ცვლილებებს განახორციელებს.
ტუტოსპორტი ტრადიციულად საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას აქვეყნებს და როგორც ირკვევა ცვლილებები საკმაო რაოდენობით გველის..
ტაქტიკური მონახაზი უცვლელი რჩება – 4-3-1-2 ..
ჯანლუიჯი ბუფონი ძირითადში ბრუნდება..
დაცვის მარჯვენა ფლანგზე დანილო, ცენტრში მერიჰ დემირალი და დანიელე რუგანი, ხოლო მარცხივ მატია დე შილიო..
დამეთანხმებით ალბათ, რომ ამ ფორმაციის უკანა ხაზი ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს და უდაოდ საინტერესოა, მოახერხებენ თუ არა საიმედოდ ასპარეზობას.. დემირალისთვის ეს მეორე შეხვედრა გახდება სასტარტო შემადგენლობაში.
ნახევარდაცვაში ტრავმების ეპიდემია არის და აქედან გამომდინარე, სარის დიდი არჩევანი ისედაც არა აქვს..
ადრიენ რაბიო შემადგენლობაში ბრუნდება, რომელიც მირალემ პიანიჩთან და ბლეზ მატუიდისთან მხარდამხარ იასპარეზებს.
ტრეკუარტისტას როლში ერთადერთი ჯანმრთელი ფეხბურთელი ფედერიკო ბერნარდესკია..
წინა ხაზში პაულო დიბალა დაისვენებს და დიდი ალბათობით გონსალო იგუაინი – კრიშტიანო რონალდუს წყვილს ვიხილავთ..