კრიშტიანო რონალდუ:”თავს ფანტასტიურად ვგრძნობ”
კრიშტიანო რონალდუ ტურინში დაბრუნების შემდეგ, ჟურნალისტებს ესაუბრა:
“სიმართლე გითხრათ პაულო დიბალასთან და გონსალო იგუაინთან ერთად თამაში, ნამდვილად სასიამოვნოა.. მხიარულ და რაც მთავარია პროდუქტიულ წუთებს ვატარებთ.
თუმცა, გადაწყვეტილებას ამა თუ იმ საკითხზე მთავარი მწვრთნელი ღებულობს და თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულია მას დაემორჩილოს.
4 კვირის მანძილზე მუხლის არეში ტკივილები მაწუხებდა. საბედნიეროდ, ახლა პრობლემები უკან დარჩა და თავს შესანიშნავად ვგრძნობ.
თავდაჯერებულობის თვალსაზრისითაც მდგომარეობა უკეთესია და მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის.
რეალი? დიდებული გუნდია თუმცა კარგი იქნებოდა, მათთან ჭიდილი რაც შეიძლება გვიან ეტაპზე შედგეს. ვინმეს რომ შემოეთავაზებინა ჩემთვის რეალთან ფინალი, ამას მომენტალურად დავთანხმდებოდი.”