სიახლეები უდინეზესთან მატჩის წინ
იტალიურ მედიაში როდრიგო ბენტანკურთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეები გავრცელდა.
როგორც ირკვევა ურუგვაელმა შუახაზელმა მუხლის ტრავმა მოიშუშა და მზად არის უდინეზესთან შეხვედრაში მოედანზე დაბრუნდეს.
კვლავინდებურად ლაზარეთში რჩებიან აარონ რემზი და სამი ხედირა, რომელმაც ოპერაცია სულ ცოტახნის წინ გაიკეთა.
ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდებიან ლეონარდო ბონუჩი და მატეის დე ლიხტიც.. მაურისიო სარიმ ორივე მათგანს ბაიერის წინ დასვენების საშუალება მიცა.