მაურისიო სარი უდინეზესთან გამარჯვების შემდეგ
სერია ა-ში ორი წარუმატებელი მატჩის შემდეგ ბიანკონერიმ შინაურ კედლებში უდინეზეს უმასპინძლა და ფრიულის ბინადრებს უშანსოდ მოუგო..
მატჩის შემდეგ ტრადიციულად ჟურნალისტებს ბიანკონერის თავკაცი მაურისიო სარი გაესაუბრა:
“60 წუთის განმავლობაში მაღალი ინტენსიურობით ვთამაშობდით და მეტოქისთვის ამოსუნთქვის საშუალება ოდნავადაც არ მიგვიცია..
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ეს იყო პირველი მატჩი, სადაც მსგავს აგრესიულ სტილში ვმოქმედებდით და ბიჭების ხილვა დიდი სიამოვნება იყო.
დღეისათვის კრიშტიანო რონალდუ, პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი ჩინებულ ფორმაში იმყოფებიან.. მეორეს მხრივ არ დაგვავიწყდეს, რომ ვეთამაშეთ გუნდს, რომელსაც ბურთის მოსაპოვებლად ბრძოლის გამართვა დიდად არ მოწონს.. უდინეზეს ძალა გრძელი გადაცემებია.
მხოლოდ ამიტომ გადავწყვიტე მინდორზე ერთბაშად სამი შემტევით დაწყება.. მას შემდეგ რაც უდინეზემ მოკლე გადაცემებით თამაში დაიწყო, მინდორზე ცვლილებების დრო დადგა, რადგან როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი ტრიოთი შეტევა, ყოველთვის პროდუქტიული არ არის.
მეტოქის შეტევებისას, თავდამსხმელები დანარჩენ ზონას დიდ დახმარებას უწევდნენ.. ხოლო შეტევაში ასპარეზობდნენ ისე, როგორც მათ ეს ვთხოვე – სწრაფი გადაცემები..
თამაში, სადაც ბურთს მეტოქე დროის თვალსაზსრისით იდენტურად ფლობს, როგორც ჩვენ – გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით. თუმცა, დღეს ბიჭები კარგად ორგანიზებული და კონცენტრირებულნი იყვნენ.
ბაიერთან შეხვედრაში გერმანელთა მხრიდან დაღლის დანახვისთანავე, მინდორზე ისევ ტრიო გავამწესე, რომელმაც შედეგი მოგვიტანა.”