სიტუაცია ემრე ჯანთან და მარიო მანჯუკიჩთან მიმართებაში
ემრე ჯანი უდინეზესთან შეხვედრაში, ბიანკონერის მთავარი მწვრთნელის მიერ ისევ არ იყო გამოყენებული.
გერმანელი 90 წუთის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დარჩა, რის შემდეგაც მისი შავ-თეთრი მომავალი კიდევ უფრო ბურუსით მოცული გახდა.
დიდი ალბათობით სიტუაცია სეზონის დარჩენილ ნაწილშიც არ შეიცვლება და მისი წასვლა ფაქტიურად გარდაუვალი ხდება.
კლუბი წინააღმდეგი ნამდვილად არ არის, რადგან მაურისიო სარის გეგმებში ემრე იმ წამიდან არ შედის, რაც ფეხბურთელი ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩა.
თუმცა, პრობლემას მისი სატრანსფერო ღირებულება წარმოადგენს. ჯანის სანაცვლოდ ტურინელები 40 მილიონს ითხოვენ და ჯერჯერობით ერთი გუნდიც კი არ ჩანს, რომელიც ამ თანხას გადაიხდის..
ზოგადად, გერმანელის მიმართ ინტერეს დორტმუნდის ბორუსია, ჩელსი, ბაიერნი და არსენალი იჩენენ, მაგრამ მათი სურვილი აქტიურ ფაზაში, მხოლოდ მას შემდეგ გადავა რაც იუვე ფეხბურთელის ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ერთ-ერთ ვარიანტად ჯერ კიდევ სახელდება ბარსელონასთან ბარტერი.. კერძოდ, ბიანკონერის ივან რაკიტიჩის მიღება სურს და სანაცვლოდ მზად არის ემრე დათმოს.. მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ დეტალები ისევ უცნობი რჩება.
გუშინდელ შეხვედრაში ტრიბუნები მარიო მანჯუკიჩს სკანდირებდნენ.. ტიფოზერიას ხორვატი არ დავიწყებია და მის მიმართ სიყვარულს ყოველდღიურად გამოხატავენ.
მარიოს მსურველები არ აკლია, მაგრამ პრობლემა ისევ სატრანსფერო ღირებულებაშია, როგორც ემრე ჯანის შემთხვევაში.
15 მილიონი ევრო – სწორედ ამ თანხის სანაცვლოდ დათანხმდება იუვე ტრანსფერს.. თუმცა, თავად მანჯუკიჩიც ყველაფრის კარგად აწონ-დაწოვნას აპირებს..
მას კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს და სეზონში 6 მილიონს იღებს.. აქედან გამომდინარე, მარიოს არსად ეჩქარება და სიტუაცია რომელიც შეიქმნა, უფრო მეტად კლუბის ბრალია ვიდრე თავად ფეხბურთელის.
დღეისათვის, მარიო განცალკევებით ვარჯიშობს და მხარეებს შორის “ხიდის” დაგებაზე საუბარიც კი არ მიდის.. რა იქნება იანვარში არავინ იცის.. მაგრამ თუ რომელიმე მხარე კომპრომისზე არ წავიდა, ნაკლებად მოსალოდნელია დღევანდელი მდგომარეობა შეიცვალოს.