ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ტურინის “იუვენტუსი”-ს ფეხბურთელების შეფასებებს სამპდორიასთან გამართული მატჩის შემდეგ:

ბუფობი – 6 – საოცარ ისტორიას წერს. მორიგი რეკორდი და ოდნავ აღელვებული, თუმცა გოლი მისი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვეულად ხელმძღვანელობს უკანა ხაზს და დანარჩენ შემთხვევაში სტაბილურად ირჯება.

დანილო – 5.5 – დაცვაში რიგი პრობლემებია.. შეტევაში კარგ მოქმედებას ცუდი ცვლიდა.. 

დემირალი – 6 – პირველ ნახევარში პრობლემებს განიცდის.. თუმცა, ეტაპობრივად კონცენტრირება უბრუნდება და მეორე ტაიმში გუნდი არაერთი პრობლემისგან იხსნა. 

ბონუჩი – 6.5 – გუშინ დაცვის ხაზის მხრიდან დაშვებულ შეცდომებს, სწორედ ლეო ასწორებდა.. მისი მოქმედებები პირველ 45 წუთში ფუნდამენტური გახდა, რადგან გაშვებული ბურთის შემდეგ სამპამ გარკვეულ ეტაპზე ინიციატივა ხელთ იგდო და სწორედ აქ გახდა ბონუჩის გამოცდილების გამოყენების აუცილებლობა, რამაც სრულად გაამართლა.

ალექს სანდრო – 6.5 – იგი გახდა ორი გენიალური საგოლე გადაცემის ავტორი.. რონალდუს ოდნავ მაღალი ჩაუწოდა? რა პრობლემაა, ეს ხომ კიბორგია და ნებისმიერი სიმაღლიდან გაიტანს.. გაშვებულ ბურთში მისი ბრალეულობა, რომ არის ამიტომაც დაუწერეს 6.5..

რაბიო – 6 – კონცენტრირებული და მიზანდასახული.. მისი ამოცანა იყო ბრძოლა მოედნის ცენტრში და პიანიჩისთვის სივრცის განთავისუფლება.. ფრანგს უკან ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია.

პიანიჩი – 6.5 – შესაძლოა არ ბრწყინავდა, მაგრამ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა თავდასხმის და ნახევრაცვის ზონებს შორის კონტაქტის დამყარებაში.. მინიმალისტური მოქმედებები, რომლებმაც შედეგი გამოიღო. ასევე ნაყოფიერია დაცვით მანევრირებებში..

მატუიდი – 6 – ყველანი მივეჩვიეთ, რომ იმ ტიპის ფრანგ მოთამაშეს არ მიეკუთვნება, რომელიც ბურთს ელეგანტურად ეპყრობა.. არის უზადო გადაცემებში და მზადაა სოლო რეიდით ზონები ეფექტურად გაჭრას..სამაგიეროდ არის ფეხბურთელი, რომელიც დაუღალავად გადაადგილდება მოედნის თითოეულ მონაკვეთზე და ანადგურებს წინ ყველას და ყველაფერს ბურთის მოსაპოვებლად.

დიბალა – 7 – კონცენტრირებული და გუნდზე მომუშავე.. ელეგანტური, ზუსტი და მომაკვდინებელი.. პაულო სანდროს ზუსტ გადაცემას, გენიალური ქმედებით პასუხობს! 

რონალდუ – 7.5 – თუ იცით კრიშტიანო ჩამოფრინდა უკვე? სახიფათოა ყველა ეპიზოდში.. აფეთქდა და ეს სამპდორიას ძვირად დაუჯდა.. ფეხბურთელი, რომელიც იქ საჯარიმოში ყველგან არის.. არც მის მისადგომებს ივიწყებს და მაინც.. როგორ მოახერხა მან ეს? 

იგუაინი – 5.5 – მეტად გაუჭირდა ვიდრე სხვა მატჩებში. ტრიოში ყველაზე მეტი მან იმუშავა, თუმცა სხვა მხრივ სამპდორიას მცველებმა გასაქანი არ მიცეს. 

რემზი – 69 წუთიდან – 6 – თავდაჯერებული და საჭირო საიმედო მოქმედებები მოაქვს მაშინ, როდესაც გუნდი ამას საჭიროებდა.

სარი – 6.5 – გუნდს შეხვედრის დახურვა ადრევე მართებდა.. თუმცა, ამის ნაცვლად რისკზე წავიდა და მატჩის მიწურულს მეტოქის შტურმის დროს ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.. რაც არ უნდა იყოს სეზონის პირველ ეტაპს გამარჯვებით ასრულებს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x