მაქს ალეგრი:”ფეხბურთი ხელოვნებაა, რომლითაც უნდა დავტკბეთ”
იუვენტუსის ექს თავკაცმა მაქს ალეგრიმ ESPN -ს ჟურნალისტთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:
“არვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ სახლში კომპიუტერიც მაქვს.. მხოლოდ iPad -ი რომელიც იუვენტუსმა მაჩუქა და სწორედ მისი დახმარებით ვუყურებ საფეხბურთო მატჩებს და ვეცნობი სხვადასხვა სტატისტიკას.
მწვრთნელი გუნდის სიახლოვეს უნდა იყოს.. სარბენ ბილიკთან, სადაც სრულად გრძნობდეს მის ყველა პრობლემას.. მათთან ერთად უნდა სუნთქავდეს და თუ აუცილებელია საკუთარი საუკეთესო ფეხბურთელიც მოხსნას თამაშიდან, რადგან გუნდი სხვა მიდგომას საჭიროებს.
აპლიკაცია Virtual Coach-ი iPad-ზე? ხუმრობთ? აბა მაშინ ჩვენთვის მართლაც ბოლო მოუღიათ! ყველაფრის ავტომატიზირება არ შეიძლება.. ასე ხომ იმ ფეხბურთელებს გავანადგურებთ, რომლებსაც აზროვნება უყვართ?
მაგალითად თუ მოთამაშეთა გარკვეული რაოდენობა მიჩვეულია ერთი კარით სარგებლობას და ერთ მშვენიერ დღეს, იგი დახურული დახვდათ, უბრალოდ დაეჯახებიან ხომ ასეა? ისინი კი ვინც ფიქრობენ სხვა გამოსავალს მონახავენ.
როდესაც ბურთი რონალდუს, დიბალას, რონალდინიოს, ზეედორფს ან პირლოს აქვთ, აუცილებელია მათ გარშემო ფეხბურთელები ისე განლაგდნენ, რომ ბურთის მისაღებად მზად იყვნენ.. გამცემი კი თავად გადაწყვეტს რა და როგორ უნდა გააკეთოს.
ჩემი შვილი რვა წლის არის და Youtube -ზე დიდებული ფეხბურთელების ასპარეზობას ხშირად ვუყურებთ.. საოცრებებს რასაც ისინი დაცვაში ან შეტევაში ჩადიან..
ფეხბურთი ხომ ხელოვნებაა.. იტალიაში არის ტაქტიკა, სქემები და 1000 სისულელე.. მაგრამ ფეხბურთი პირველ რიგში არის ხელოვნება, ხოლო ფეხბურთელები მსოფლიო დონის შემსრულებლები!
შეუძლებელია მათ რაიმე ასწავლო.. უბრალოდ მათი მოქმედებებისგან სიამოვნების მიღებაა საჭირო. შენი მთავარი მისია შედგება იმაში, რომ მოთამაშეები ფორმის პიკზე გაიყვანო და სწორ პოზიციაზე გაამწესო.
ვგიჟდები, როდესაც განსაკუთრებული მოთამაშეები დიდებულ საქმეებს ჩადიან. სათადარიგოთა სკამზე, რიგითი მაყურებელი ვარ, რომელიც შოუთი ტკბება.. ამ ყველაფრის შემოქმედი კი ფეხბურთელია!”
კი ნამდვილად ეტყობოდა შენს ფეხბურთს რომ შოუა ))))