ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო სიახლეები

ფაბიო პარატიჩი

გთავაზობთ უკანასკნელ სატრანსფერო სიახლეებს, რომელიც იუვენტუსის გარშემო ფიქსირდება..

ინგლიური მედიის მტკიცებით პოლ პოგბა დიდი ალბათობით უკვე იანვარშივე დატოვებს მანჩესტერ იუნაიტედს.. ფრანგი ფეხბურთელი დიდი ხანია არსებული ყოფით უკმაყოფილოა და ინგლისის დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

ამ ეტაპზე იუვენტუსთან ერთად ნახევარმცველისთვის მადრიდის რეალიც იბრძვის. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად აპირებს ბიანკონერი მისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში პოგბას დამატება ძვირი სიამოვნება იქნება.

სხვადასხვა გამომცემლობის ცნობით ჰოლანდთან დაკავშირებით ტურინელები პოლ პოზიციაზე იმყოფება. მთელი თვის მანძილზე ნორვეგიელთან ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ქვეყნდებოდა.. 

უკანასკნელი სიახლით, რომელსაც ტუტომერკატო აქვეყნებს, იუვე მზად არის 30 მილიონი ევრო რომელიც კონტრაქტში არის გათვალისწინებული სრულად გადაიხადოს, ხოლო თავად ფეხბურთელს სეზონში 3.5 მილიონი დაუნიშნოს.

და ბოლოს არტურო ვიდალი.. ბარსელონას რომ დატოვებს ეს ფაქტია.. დღეისათვის მისი შეძენა დაახლოებით 20 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.

ინტერი და ანტონიო კონტე საქმეში დიდი ხანია ფიგურირებენ, მაგრამ გაძეტას მტკიცებით არც ბიანკონერი დგას შორს..

ნახევარდაცვაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, მაურისიო სარი ერთ-ერთ ვარიანტად ვიდალის დამატებას განიხილავს, რომელიც ემრე ჯანს შეცვლიდა.. გერმანელს წასვლა სურს და ეს ასე რომც არ იყოს, ფაქტია სარისგან დიდ სათამაშო დროს მაინც ვერ მიიღებს..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
DTrezeguet
Bianconeri.10
4 years ago

vidals 20 milionad tu ikidian magrad gamogvadgeba )) egeti mgeli gvchirdeba kakraz,pogba vidali moiyvanon da umwvrtnelod moigeben ligas ))

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x