მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია
ხვალ, თბილისის დროით 20:45 -ზე იტალიის სუპერ თასი გაიმართება, სადაც იუვენტუსი ლაციოს დაუპირისპირდება..
გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:
“არ ვიცი ახლა წინ ვართ თუ უკან, მაგრამ ფაქტია დღეისათვის ფეხბურთელებთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ფაქტია, მოთამაშეებს უკეთ ესმით ფილოსოფია, რომლის დანერგვასაც პირველივე დღიდან ვცდილობ.
ჩვენი მიზანი პროგრესი და სრულყოფილებისკენ სწრაფვაა.. ყოველთვის არის რაღაც, რისი უკეთ გაკეთება შეგვიძლია..
სტაბილურობა? ამ მხრივ პრობლემები გვაქვს.. უცნაურია, რადგან თითქოს იგივე ინტენსიურობას ვინარჩუნებთ და მოედანზეც კარგად გადავაადგილდებით, მაგრამ პრობლემა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გვექმნება.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. გასულ დაპირისპირებაშიც კარგი პირველი ტაიმი გვქონდა ტაქტიკური თვალსაზრისით.. მეორე 45 წუთში ბურთს უფრო უდიერად ვეპყრობოდით, რამაც პრობლემები შეგვექმნა.. საჭიროა ბალანსი ვიპოვოთ..
ტრიო? ყოველი თამაშის წინ ერთი და იგივე კითხვა.. არ ვიცი.. არა იმიტომ რომ კითხვისგან თავის არიდება მსურს, უბრალოდ გენუელებთან თამაშის შემდეგ ბევრი ფეხბურთელი იყო გადაღლილი.. მათი კონდიციები უნდა შევაფასო და გადაწყვეტილების ამის შემდგომ მივიღებ.
ტრავმირებულები? სამწუხაროდ ჯორჯო კიელინი მხოლოდ თებერვალში თუ დაგვიბრუნდება.. საბედნიეროდ მატია დე შილიო და ვოიცეხ შესნი თავს უკვე კარგად გრძნობენ.. პოლონელმა ინტენსიური საწვრთნელი პროცესი ორიოდე დღის წინ განაახლა.
დუგლას კოშტა და აარონ რემზი ასევე დაბრუნდნენ. მათ ახლა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება მოუწევთ.
გოლები? დიახ, ეს ყველაზე უცნაური რამ არის, როდესაც შემადგენლობაში ასეთი განსაკუთრებული შემტევები არიან.. შესაძლოა შეცდომებს ვუშვებთ, თუმცა ბოლო პერიოდში მაღლა აწეული დაცვის ხაზი საქმეს ბევრად უკეთ ასრულებს, ასე რომ მუშაობას ყველა მიმართულებით ვაგრძელებთ.
ლაციო დიდებული გუნდია, რომლის შემადგენლობაში სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო შუახაზელი ირჯება..
ფორვარდის პოზიციაზეც არანაირი პრობლემა არ არის, რადგან ჩირო იმობილე ყოველ სეზონში 16-17 გოლს მაინც იტანს.. ეს არის უსაზღვროდ ტექნიკური და ტაქტიკურად გამართული გუნდი.. სიმონე ინძაგი საქმეს ფანტასტიურად უძღვება.”