მარიო მანჯუკიჩის ემოციური დამშვიდობება
მარიო მანჯუკიჩი ოფიციალურად შეუერთდა კატარულ კლუბს..
ხორვატმა ემოციური წერილი გამოაქვეყნა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე:
“უბრალო დამშვიდობებით შეუძლებელია 4.5 წელიწადის აღწერა, მაგრამ იმედი მაქვს თქვენ ხედავდით რამდენს ვიღებდი ამ დიდებული გუნდისთვის!
უდიდესი მადლობა ბატონ მაროტას და ალეგრის.. მათ ამირჩიეს და მომცეს საშუალება ამ დიდებული გუნდის ნაწილი გავხმდარიყავი..
ტურინში ყოფნა და შავ-თეთრი მაისურის ტარება დიდი პრივილეგია არის, რისთვისაც თითოეულის მიმართ მადლიერების გრძნობა მაქვს.
მერწმუნეთ, ბოლო რამდენიმე თვეს არ შეუძლია რაიმე ზეგავლენა მოახდინოს ჩემს იუვენტუსისადმი სიყვარულზე.
მუდამ მაქსმუმს ვიღებდი და მადლობა ფანტასტიურ პარტნიორებს, რომლებიც ამ წლების მანძილზე ჩემს გვერდით იმყოფებოდნენ..
ვერასოდეს დავივიწყებ გამარჯვებებს, თასებს და საოცარ წამებს, რომლებიც ერთად გამოვიარეთ. ეს იყო მძიმე სამუშაო და განსაკუთრებული სულისკვეთების შედეგი.
მადლობა პერსონალს, რომლებიც კულისებს მიღმა მუშაობენ.. სამედიცინო შტაბს, სამწვრთნელო შტაბს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ფეხბურთელების კომფორტზე დაუღალავად ზრუნავენ.
და ბოლოს.. დიდი მადლობა მსოფლიოში ყველაზე გამორჩეულ ფანებს, რომელთა უშუალო მონაწილეობითაც არის იუვენტუსი ასეთი განსაკუთრებული! ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას, რომელსაც პირველსავე დღიდან ვგრძნობდი.
დასასრულს კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვავ, რომ გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვიღებდი, რათ წარმატება მოგვეპოვებინა..
ახლა კი ჩემს ცხოვრებაში ახალი თავის ჯერი დადგა. სამუდამოდ თქვენი მარიო!”
sg mario gafaseb warmatebebi martla didi samsaxuri gawie chventvis da rasac mivaxwiet eg yvefershi ert erti sauketeso iyavi wamatebibi
მადლობა, მარიო, ბრძოლისთვის, თავდადებისთვის და მნიშვნელოვანი გოლებისთვის! სამწუხაროა, რომ ერთწლიან ლუზერ მწვრთნელს შეეწირე და ასე დამთავრდა შენი ისტორია იუვეში. :(
არ მოგცნენ სწორას მარიო. წარმატებას გისრუვებ მარიონე.
ფორცა სუპერ მარიოოო
მაგარი კაცი, მგელი!
ეს იუვე აღარ არის ის გუნდი რომელიც მე შემიყვარდა