ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კრიშტიანო რონალდუს ინტერვიუ Dazn -ისთვის

გთავაზობთ კრიშტიანო რონალდუს ინტერვიუს, რომელიც მან Dazn -თან ჩაწერა:

როგორ მოგმართოთ? კრიშტიანო თუ კრ7?

“როგორც მოგესურვებათ.. პირადად ჩემთვის სიტუაცია უცვლელია.. სახლში რონალდუს მეძახიან.. სკოლაში კრიშტიანოს მეძახდნენ.. კლუბში რონის ან კრიშს.. ფანები კრ7..”

კრ7 ხომ მსოფლიო მასშტაბის ბრენდია.. გსურთ რომ ამ მიმართულებით განაგრძოთ მუშაობა საფეხბურთო კარიერის შემდეგ? ანუ მსოფლიო მნიშვნელობის, რომ გახდეთ?

“არ დაგიმალავთ და საფეხბურთო სამყაროს მიღმაც ხდება მნიშვნელოვანი საქმეები.. ფეხბურთი ჯერჯერობით უპირველესია, მაგრამ აუცილებელია გლობალურად ვიფიქროთ.”

როგორ შეაფასებთ იტალიურ ჩემპიონატს სირთულის თვალსაზრისით? 1-დან 10 ქულამდე?

“7”.

ვინ არიან ყველაზე ძლიერი მცველები?

“სიმართლე გითხრათ საწვრთნელი პროცესის დროს ვაწყდები.. ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, მატეის დე ლიხტი.. კიელინის წინააღმდეგ აქამდეც მითამაშია და პირადად ჩემთვის ეს ნამდვილი გამოწვევა იყო.. თუმცა, მეტი არავინ მახსენდება, სწორედ ჩამოთვლილები არიან საუკეთესონი.”

ჩემპიონთა ლიგა თუ სერია ა? 

“რადიკალურად განსხვავებულ თემაზე ვსაუბრობთ. მიმაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ძლიერი ტურნირი არცერთი არ არის. 

ბუნებრივია ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე არ ვსაუბრობ.. ორი აზრი არაა, რომ ამ ტურნირებზე ასპარეზობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.”

იუვეში ბედნიერი ხარ?

“არაერთხელ ვთქვი, რომ აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს.. კლუბს საოცარი კულტურა და ფილოსოფია გააჩნია.. დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ ტურინში ყოფნით.. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რომლისგანაც სიამოვნებას ვღებულობ”.

პირველი რაც გახსენდება?

“ბევრი მომენტია, თუმცა დასაწყისიდან დავიწყოთ, როდესაც სტადიონზე პრეტენტაცია შედგა.. აქ იმყოფებოდნენ ჩემი ოჯახის წევრები და მათ შორის პრეზიდენტი ანდრეა ანიელიც.”

როგორ დაიბადა შენი აღნიშვნის ჟესტი?

“ჯერ იყო სიუუ.. როდესაც რეალთან ერთად მოვიგე ყველას ამას იმეორებდა და არ ვიცი რატომ.. შემდეგ ჩელსისთან ამერიკული ტურნეს ფარგლებში მატჩი გავმართეთ და გატანილი გოლის შემდეგ, მისი აღნიშვნა სწორედ ასე გადავწყვიტე..

ბევრი მეკითხებოდა ეს რატომ ვქენი, მაგრამ პასუხი არ მქონდა.. ეს იყო თავისთავად და ბუნებრივად განხორცილებული..”

გოლი რომელიც ყველაზე კარგად დაგამახსოვრდა?

“ჯანლუიჯი ბუფონის კარში.. მისი დავიწყება წარმოუდგენელია.. ფანტასტიურ სტადიონზე, განსაკუთრებული გუნდის წინააღმდეგ, რომლის შემდეგაც მეტოქის გულშემატკივრები ფეხზე წამოდგნენ და ტაში დამიკრეს.. განა ეს დაუვიწყარი არ იყო?

გოლის შემდეგ ჯიჯი ჩემთან მოვიდა და მომილოცა.. მის მიმართ მუდამ კარგად ვიყავი განწყობილი და უფრო მეტიც, ბუფონი ჩემში მუდამ დიდ სიმპატიებს აღძრავდა!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x