ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი რეალური ხდება
ერლინგ ჰოლანდის იუვენტუსის რიგებში გადასვლა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება.
საქმეში თავად მინო რაიოლაა ჩართული, რომელიც ერთგვარი გარანტია ამ ყველაფრის..
თუმცა, გადაჭრით იმის მტკიცება, რომ ჰოლანდი შავ-თეთრ მაისურს დაუყონებლივ მოირგებს რთულია, რადგან არსებული კონკურენციის პირობებში, შესაძლოა ეს სწორი ნაბიჯი არც იყოს.
თავად ტრანსფერის დეტალები თითქმის შეთანხმებულია.. 30 მილიონი ევრო კლუბს, ხოლო ფეხბურთელთან 5 წლიანი კონტრაქტი, სეზონში 3.5 მილიონით..
საგულისხმოა, რომ თავად ფეხბურთელსაც სურს ბიანკონერის რიგებში გადასვლა.. ეს გარკვეულწილად აქარწყლებს იმ ხმებს, თითქოს მას თვდაპირველად სხვა სურვილი გააჩნდა და გული უფრო გერმანიისკენ მიუწევდა.
იუვენტუსი მზად არის ფეხბურთელის ნება სურვილი გაითვალისწინოს შეძენის მომენტში და თუ ჰოლანდი გადაწყვეტს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულება ამჟამინდელ კლუბში ურჩევნია, მაშინ იტალიელები ფორვარდს 6 თვით ავსტრიაში დატოვებენ.
es tu moviyvanet magari iqneba