ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდუ ფეხბურთის შემდგომ კარიერაზე ფიქრობს

კრიშტიანუ რონალდუს კარიერის დამთავრების ჯერ არაფერი ეტყობა, მაგრამ როგორც გაირკვა, იგი უკვე სერიოზულად განიხილავს თუ როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება მას შემდეგ, რაც ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.

იუვენტუსის თავდამსხმელმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 10 გოლი გაიტანა და შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, მაგრამ დუბაის საერთაშორისო სპორტულ კონფერენციაზე გაამხილა, რომ ფეხბურთის შემდგომ კარიერაზეც ფიქრობს.

„ცოტა ხნის წინ, ფეხბურთელები 30-32 წლის შემდეგ თამაშს თავს ანებებდნენ. მაგრამ ახლა 40 წლამდე თამაშიც შესაძლებელია. როცა შევატყობ, რომ ჩემი სხეული ოპტიმალურ თამაშში ხელს მიშლის, მივხვდები რომ კარიერის დამთავრების დროა.

ერთ-ერთი გამოწვევა, რომელზეც სერიოზულად ვფიქრობ, ფილმში რაიმე როლის მორგება და მსახიობობის მცდელობაა. იმედი მაქვს დიდხანს ვიცოცხლებ, რათა ბევრი ახალი გამოცდილება მივიღო და ჩემს თავს არაერთი ახალი გამოწვევა მივცე.“ – განაცხადა რონალდუმ

უყურე არენას და მართე შენი თამაში

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x