მარიო მანჯუკიჩი სარიზე, ალეგრიზე და რონალდუზე..
ახალ კლუბში გადასვლის მიუხედავად მარიო მანჯუკიჩს დაუღალავად ეკითხებიან მაურისიო სარისთან ურთიერთობაზე:
“არ მიყვარს ერთი და იგივე საკითხზე საუბარი..
ვფიქრობ, ამ კუთხით ჩემს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი ყველაფერს ზედმიწევნით კარგად ასახავს..
საუბარი ბუნებრივია სარისთან ურთოერთობაზეც მაქვს, რომელიც ჩემი მხრიდან რაიმე დამატებით ახსნა განმარტებას არ საჭიროებს.
მაქს ალეგრი უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, რომელთანაც მუშაობა მომიწია.. მისი ფილოსოფია და საქმისადმი მიდგომა უნიკალურია და მაქსის მიმართ ყოველთვის ვიქნები უსაზღვროდ მადლიერი.
კრიშტიანო რონალდუ? გამიმართლა, რომ ასეთ დიდებულ ფეხბურთელთან ერთად მომიწია ყოფნა. ჩვენ მოედანზე ერთმანეთს მშვენივრად ვუგებდით”.