ფაბიო პარატიჩი სატრანსფერო სიახლეებზე საუბრობს
კალიარისთან მატჩის წინ ჟურნალისტები იუვენტუსის სპორტულ დირექტორს ფაბიო პარატიჩის გაესაუბრნენ:
“დეიან კულუსევსკის თაობაზე, თავდაპირველი სურვილი მისი დაუყონებლივ გადმოყვანა იყო, მაგრამ შეთანხმება ამ ფორმულაზე მივაღწიეთ.
თითოეული ჩვენთაგანი უსაზღვროდ ბედნიერია, რადგან იუვენტუსმა დეიანის სახით ნიჭიერი ფეხბურთელი გაიფორმა, რომელიც მომავალში გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს.
მესმის, რომ ემრე ჯანის მიმართ ქაოტური სიტუაცია არის შექმნილი, რადგან მისი საერთაშორისო დონის გამოცდილება გერმანელს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მომთხოვნად ფიგურად აჩენს.
თუმცა, დიდი ალბათობით ჯანი ტურინში დარჩება და კარიერას ჩვენი გუნდის რიგებში გააგრძელებს.
ადრიენ რაბიო ჩვენთან მას შემდეგ მოვიდა, რაც პსჟ-ში უკანასკნელი რვა თვის მანძილზე მინდორზე არ გამოჩენილა. ყველას გვესმოდა, რომ ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით მას მცირეოდენი დრო დაჭირდებოდა.. ფრანგმა დიდი მსხვერპლი გაიღო, მაგრამ შედეგს ყველანი უახლოეს პერიოდში ვიხილავთ.
მასთან მიმართებაში არანაირი ეჭვი ან სინანული არ არსებობს. ადრიენი მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელიც გუნდის მაღალ ხარისხს ხაზს მკაფიოდ უსვავს.
პოგბა ან პარედესი? გუნდი დაკომპლექტებულია და მას არავინ აღარ დატოვებს, შესაბამისად ახალი ფეხბურთელების დამატებასაც აღარ განვიხილავთ.”
[…] […]