ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს კალიარისთან გამართული შეხვედრის შემდეგ:

შესნი – 6 – ყურადღებით არის.. ბევრი საქმე არ ქონია, თუმცა როდესაც მეკარის ჩართვა საჭირო იყო პოლონელი მაღალ დონეზე ირჯებოდა.

კუადრადო – 6 – ნამდვილად საინტერესო იყო მთელი 90 წუთის მანძილზე მისი და პელეგრინის დაპირისპირების ყურება. გარდამავალი უპირატესობით, თუმცა საბოლოო ჯამში კოლუმბიელმა იტალიელი მეტად დაჩაგრა.

დემირალი – 6.5 – თურქმა კიდევ ერთხელ მოუგო 75 მილიონიან მცველს ძირითად შემადგენლობაში ადგილი და ყველას თვალნათლივ აჩვენა თუ რის საფუძველზე – კონცენტრირება, სისწრაფე და სპორტული აგრესია.

ბონუჩი – 6.5 – დირიჟორობს დაცვის ხაზს და არც შორეულ გადაცემებს ერიდება. ლეონარდომ მორიგი საიმედო მატჩი ჩაატარა.

ალექს სანდრო – 6 – როდესაც ნაინგოლანი მის ზონაში გადადის, ბრაზილიელს პრობლემები ექმნება და ყველაფერი სახიფათო სწორედ მისი ფრთიდან იწყება. წინ წასვლისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველ მის მოქმდებას კალიარისთვის ხიფათის მოტანა შეუძლია.

რაბიო – 6.5 – ტურინში ყოფნის პერიოდში ეს ალბათ ყველაზე კარგი მატჩი იყო.. პროგრესი თვალშისაცემია.. მისი ტექნიკური არსენალი ეხმარება მაურისიო სარის იმ ფეხბურთის ჩვენებაში, რაც იუვეს ამჟამინდელ თავკაცს სურს. 

პიანიჩი – 6.5 – გუნდი სწორად გადაადგილდება და განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მისი მოკლე და ჭკვიანური გადაცემებით ფეხბურთელები ზონებს შორის კონტაქტს ამყარებენ, რამაც ფუნდამენტური როლი ითამაშა ამ ანგარიშის დაფიქსირებაში.

მატუიდი – 5.5 – თითქოს ამოვარდნილი იყო იმ ფეხბურთიდან, რასაც იუვე ამ საღამოს თამაშობდა. დიდი მანძილი დაფარა და სანდროს დაცვით მანევრირებაში ეხმარებოდა, მაგრამ შემტევ ფაზაში ვერაფერი სახეირო ვერ გააკეთა.

რემზი – 6.5 – ტრეკუარტისტას პოზიციაზე უელსელმა ამჯერად კარგი შთაბეჭდილება დატოვა. იგი ბრწყინვალედ მოქმედებდა დიბალასთან და პიანიჩთან ერთად. 

კოშტა – 80 წუთიდან – 6.5 – იშვიათად, რომ დარჩენილ 10 წუთში ფეხბურთელმა შეფასება დაიმსახუროს, მაგრამ ბრაზილიელმა ეს სტერეოტიპი დაამსხვრია. მისმა სპრინტებმა კალიარი საბოლოოდ გატეხა და რონალდუს სწორედ სამხრეთ ამერიკელის მანევრირებებმა მისცა ჰეთრიკის შესრულების საშუალება.

დიბალა – 7 – მისი გადაადგილებები იყო საკმაოდ ჭკვიანური იყო, თუ გავითვალისწინებთ პირველ 45 წუთში თუ როგორ იცავდა მეტოქე თავს. მახვლიგონივრული გადაცემებით, არგენტინელი ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელის უკან მოტოვებას ახერხებდა და მაქსიმალურად ცდილობდა პარტნიორებისთვის კომფორტული სიტუაციის შექმნას. მეორე ნახევარში მოიპოვა 11-იანი, რომელიც პორტუგალიელმა გოლად გარდასახა.

იგუაინი – 70 წუთიდან – 7 – გამოდის და ელეგენტური მოძრაობით და დარტყმით ეფექტურ გოლს იტანს. ასევე არაერთ სახიფათო ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა, არადა მინდორზე სულ რაღაც 20 წუთი გაატარა.

რონალდუ – 8 – ახალი ენერგიით სავსე, გადაადგილდება შეტევის მთელ ფრონტზე.. აბსოლუტურად ყველგან ჩნდებოდა და მეტოქის მცველებს პრობლემების ქარ-ცეცხლს უჩენდა. 2020 წელს იუვენტუსის პირველი გოლიც მის ანგარიშზეა და პირველი ჰეთთრიკიც. 

სარი – 7 – 2019 წლის ცუდ ნოტაზე დასრულების შემდეგ, აუცილებელი იყო ახალი წლის რიხიანად დაწყება.. იგი ენდობა დემირალს, დიბალას და რემზის.. თითოეულმა თავისი ფუნდამენტური წვლილი შეიტანა ამ საოცარ საღამოში. 2020-ი კარგად დაიწყო!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli
4 years ago

demireli dziritadis fexburtelia shecdomebis gareshea tipi

giorgi nefaridz
4 years ago

კაი თამაში იყო

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x