ორსოლინი შესაძლოა ტურინში დაბრუნდეს
საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება რიკარდო ორსოლინისთან დაკავშირებით.
ფეხბურთელი რომელიც ბოლონიას 15 მილიონად შეუერთდა, სულ მალე კვლავინდებურად იუვენტუსის საკუთრებაში დაბრუნდება.
მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის დახმარებითაც ბიანკონერი შემტევ ვინგერს 2020 წელს 22 მილიონად დაიბრუნებს. 2021 წლისთვის ეს თანხა 30 მილიონამდე გაიზრდება.
კულუარული ცნობებით იტალიის მოქმედი ჩემპიონები კმაყოფილები არიან ორსოლინის პროგრესით და დიდი ალბათობით ზაფხულში რიკარდო კვლავინდებურად შავ-თეთრ მაისურს მოირგებს.