ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაოლო მონტერო იუვენტუსში მიმდინარე პროცესებზე

იუვენტუსის ექს ცენტრალურმა მცველმა პაოლო მონტერომ გუნდის შესახებ ისაუბრა. ურუგვაელმა მატეის დე ლიხტის ყბადაღებულ თემაზე, მერიჰ დემირალზე და სხვა საინტერესო თემებზე საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა:

სიმართლე გითხრათ პრობლემა ჩვენშია და არა დე ლიხტში.. რატომღაც ძალიან მოუთმენლები გავხდით და გვსურს ახლად მოსული 20 წლის ბიჭისგან სუპერ თამაში ვიხილოთ..

ზინედინ ზიდანის პირველი სეზონი მახსენდება, როდესაც ფრანგი საკუთარ თავს არ გავდა.. საოცრად არასტაბილური იყო, მაგრამ ეტაპობრივად ადაპტაცია გაიარა და სათანადო დონეზე ათამაშდა.

ჩემი მოსაზრებით, მას ყველაფერი აქვს, რომ ამ პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახდეს.. მცირე მოთმინება და მატეისი ყველას დაგვიმტკიცებს თუ რა შეუძლია.

მერიჰ დემირალთან მსგავსება? ძლიერი ხასიათის პიროვნებაა.. საოცარი თვისებებით დაჯილდოებულია.. განსხვავებული ვიდრე დე ლიხტი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი მეორეზე ნაკლებია.. 

პირიქით, ისინი ერთმანეთს ავსებენ და მაურისიო სარის ბრწყინვალე რესურსი აქვს, რომელსაც ჭკვიანურად იყენებს. 

ტურინში ცხოვრება? საქმე მარტივად არის.. ჩემი მიზანი იუვენტუსში დაბრუნება არ ყოფილა.. უბრალოდ ურუგვაიში სახიფათო ხდება ცხოვრება და აქედან გამომდინარე ასეთი სახის გადაწყვეტილება მივიღე.

ანტონიო კონტე? ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ გასახდელში ყველან მას ვუსმენდით.. ძლიერი ხასიათის მქონე პიროვნებაა, რომელსაც განსაკუთრებული ქარიზმატულობა ქონდა. მოედანზე კი ყველანი ხედავდით როგორც თამაშობდა.

იცით ეს იუვენტუსი ჩემი პერიოდის გუნდისგან განსხვავებულია, მაგრამ ორივენი თავისებურად ძლიერები არიან. 

კრიშტიანო რონალდუ მხეცია! მაგრამ იუვენტუსი აქამდეც იუვენტუსი იყო და პორტუგალიელის მერეც ასეთად დარჩება.. ვინ არ ყოფილა და ვინ არ წასულა, მაგრამ გუნდი გამარჯვებების გზაზე რჩებოდა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x