ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფედერიკო ბერნარდესკი ახლა ან არასდროს – კაკუნი სატრანსფერო კარზე

სატრანსფერო სიახლეების სამყაროში ფედერიკო ბერნარდესკის გვარმაც გაიჟღერა, რომელსაც ბოლო პერიოდში ვისაც არ ეზარება ყველა აკრიტიკებს.

მიზეზიც საკმაოა, რადგან მის ანგარიშზე სერია ა-ში არცერთი გატანილი გოლი ან საგოლე გადაცემაც კი არ ფიქსირდება.

კალჩომერკატოს ცნობით რომასთან დაიწყო მოლაპარაკებები ერთგვარ ბარტერზე, რომელიც ბუნებრივია თანხის დამატებასაც გამოიწვევს.

კერძოდ ნიკოლო ძანიოლო და ლორენცო პელეგრინი ტურინში გაემგზავრებიან, ხოლო საპირისპირო მიმართულებით ამ სტატიის დასაწყისში ხსენებული ჩვენი ანტი-გმირი. 

პარალელურად არ უნდა დავივიწყოთ ის გარემოებაც, რომ მაურისიო სარის ძალიან მოწონს ფედე და მისგან მაქსიმუმის ამოღებას მაინც ეცდება..

ფაქტია, სარი მის ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშეს ასე მარტივად არ შეელევა.. 

ტაქტიკური მოდულიდან გამომდინარე, ეცადა მაურისიო მისგან  კარგი ტრეკუარტისტას შექმნას, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

ახლა კი ჯერი სხვა პოციაზე მიდგა.. ფედე უკვე სამი კვირაა ინტენსიურად მუშაობას მეცალას პოზიციის ასათვისებლად.. 

სხვადასხვა წყაროს მტკიცებით მოახლოებულ მატჩში დიდი შანსია, რომ ბერნარდესკი სწორედ ამ პოზიციაზე ვიხილოთ და მისთვის ეს ერთგვარი შანსია, რომ დაუმტკიცოს იუვენტუს საკუთარი საჭიროება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რაო მერე გივმა?
რაო მერე გივმა?
4 years ago

რას ამბობთ, ესე თუ დავაგოიმეთ რომაელები, ძანიოლო და პელე თუ მოგვცეს ბერნაში – ჩემი კომპლიმენტები პატარიჩის

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
4 years ago

რამდენადაც ნიჭიერია იმდენად უტვინოა და მეეჭვება მეცალაზე ივარგოს.

გოგლიკა
გოგლიკა
4 years ago

არადა რაკიტიჩში გვიცვლიდა ბარსელონა და თანხის დამატება მოვითხოვეთ, ეხლა აქეთ ვამატებთ რო გავცვალოთ)))

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x