ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია

რომასთან შეხვედრა უკვე დავიწყებას მიეცა და გუნდი უდინეზესთან იტალიის თასის 1/8 ფინალური დაპირისპირებისთვის ემზადება, რომელიც ხვალ შედგება.. 

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას:

მატეის დე ლიხტმა შესანიშნავი მეორე ტაიმი ჩაატარა, ხოლო დანიელე რუგანისთან დაკავშირებით ზუსტად რომასთან მატჩის წინ განაცხადა ფაბიო პარატიჩიმ რომ იგი გუნდისთვის მნიშვნელოვანი წევრია, რასაც 100%-ით ვეთანხმები. 

ხვალ მძიმე მატჩი გველის თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რომასთან სულ ახლახანს ვიასპარეზებთ.

ძალების აღდგენა გაგვიჭირდება, მაგრამ ამ მხრივ ყველანი თანაბარ პირობებში ვიმყოფებით.

ემრე ჯანს ცენტრალურ მცველად მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოვიდგენთ თუ სამ მცველიან ტაქტიკაზე გადავერთვებით, რაც ახლა სრულებით შეუძლებელია.. ფაქტია, გუნდი 4-3-3 და 4-3-1-2 მოდულთან გრძნობს კომფორტულად თავს..

გერმანელმა სანაკრებო დონეზე სწორედ სამ მცველიან ტაქტიკაში იასპარეზა, ისევე როგორც ტურინში შარშანდელ სეზონში.. ასე რომ 4 მცველიან ფორმაციაში, ეს შეუძლებელია.

კრიშტიანო რონალდუ თავს შესანიშნავად გრძნობს და ციფრები ამ ყველაფერს ხაზს მკაფიოდ უსვავს. აქედან გამომდინარე, მის დასვენებაზე საუბარი აუცილებელ ხასიათს ნამდვილად არ წარმოადგენს.

მარკო პიაცასთან დაკავშირებით ბევრი კითხვებია.. ნაპოლიში ყოფნისას ხორვატი ჩემი პირადი მოთხოვნით, გუნდის მთავარი სამიზნე იყო..

ეს არის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული, რომელსაც მთელი რიგი უიღბლობები დაატყდა თავს.. მას რომ ადგილი ქონდეს, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებოდა.

ითამაშებს ბუფონი, ბენტანკური თუ კოშტა ამას მოგვიანებით გადავწყვეტთ.

ჩვენ ხომ ფაქტიურად რომას შემდეგ სრულყოფილი წვრთნა არ ჩაგვიტარებია.. არ შეგვიფასებია ფეხბურთელების მდგომარეობა, რათა მათ ძალების აღსადგენად გარკვეული დრო ესაჭიროებათ.

სამედიცინო შტაბისგან მუდამ პოზიტიურ ინფორმაციას ვიღებ, მაგრამ უმჯობესია დაველოდოთ და მოახლოებულ სესიაზე ვნახოთ ვინ როგორ კონდიციაში იმყოფება.

პაულო დიბალასთან საუბარი ამ ინციდენტის გამო მიზანშეწონილად არ მივიჩნიე. თანაშემწემ მითხრა, რომ მისი ერთადერთი კითხვა ეხებოდა მიზეზს რის გამოც მინდვრის დატოვება მოუწია..

მასთან ყოველდღიურად ვსაუბრობ.. ყოველთვის ვინტერესდები მისი კონდიციებით და ეს ჩვეული პროცედურაა..

ანალოგიური ეხება დანარჩენ ფეხბურთელებსაც. გაგვიმართლა, რომ ასეთი ფორვარდები გვყანან.. ისინი არიან რესურსი და არა პრობლემა ან პოლემიკის შექმნელები.

ფედერიკო ბერნარდესკის ხვალ ყველა შანსი აქვს, რომ ნახევარდაცვაში გამოჩნდეს.. მოხარული ვარ, რომ მასთან ამ თემაზე ვისაუბრე და იგი დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას..

მერწმუნეთ ფედეს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს, რომ ამ როლში გუნდს საუცხოოდ გამოადგეს.

მას ნაკლებად მოუწევს ინდივიდუალური ქმედებების შესრულება და უფრო მეტად ვალდებული იქნება ბურთი სწრაფად გადაადგილოს. 

მართლა მოხარული ვარ, რომ იგი ამ ყოველივეს სწორი მენტალიტეტით შეხვდა.. ბერნარდესკი დაუღალავად შრომობდა და გულშემატკივარი ამას თავადაც მალევე დაინახავს.

ჯორჯო კიელინი ახლა სამედიცინო შტაბის განკარგულებაშია და არა ტექნიკური პერსონალის.

თუმცა, მისი მდგომარეობა უმჯობესდება და ის ფაქტი, რომ მინდორზე სირბილი დაიწყო ბედნიერებას იწვევს.

როდესაც ჯგუფს შეუერთდება, შემდეგ უფრო შეგვეძლება გარკვეული დასკვნების გამოტანა.. ერთია სამედიცინო პრობლემების გადაჭრა და მეორეა როგორ კონდიციაში იქნება დატვირთვების შემდეგ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
4 years ago

ანუ ბერნას მეცალას პოზიციაზე სინჯავს? მგონი გაამართლებ…

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x