იუვენტუსის და სანდრო ტონალის სატრანსფერო ისტორია..
იტალიური მედია სანდრო ტონალის თაობაზე განახლებულ ინფორმაცია გვიზიარებს.
ბიანკონერი ფეხბურთელის ასპარეზობას, უკვე 1 წელია დეტალურად აკვირდებიან და მის პროგრეს სათანადო დონეზე აფასებენ.
კულუარული ცნობებით, ტურინელები მზადყოფნას გამოთქვამენ ლივერპულის და მანჩესტერ იუნაიტედის მხრიდან გაზრდილი ინტერესის საპასუხოდ, არც მეტი არც ნაკლები 50 მილიონი ევრო გაიღონ.
მიმდინარე სეზონში ბრეშას 19 წლის შუახაზელმა 18 შეხვედრაში 1 გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
საერთო ჯამში, სანდრო მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს, მაგრამ მოკრძალებულ კლუბში ძალების სრული დემონსტრირება მისთვის იოლი მისია ნამდვილად არ არის.
ინგლისური კლუბების გარდა, მისი დამატება ანტონიო კონტეს მიერ გაწვრთნილ ინტერსაც უნდა, მაგრამ არაერთი მედია წყაროს მტკიცებით იუვე პოლ პოზიციაზე იმყოფება.