ემრე ჯანი რთულ სიტუაციაშია
გაძეტა დელო სპორტის მტკიცებით ემრე ჯანი იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს, რადგან შუახაზელს რეალური შიში აქვს, რომ ამჟამინდელი მდგომარეობის გამო ევრო 2020 -ს გამოტოვება მოუწევს.
გერმანიის ნაკრების წევრი უდინეზესთან სათასო შეხვედრაში, სადათარიგოთა სკამიდან არ ამდგარა, რამაც მისი მოთმინების ფიალა საბოლოოდ შეავსო.
მიმდინარე სეზონში ჯანმა სერია ა-ში მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კულუარული ცნობებით იოახიმ ლიოვმა მკაფიოდ მიანიშნა ემრეს რომ თუ უახლოეს პერიოდში, სიტუაცია სასიკეთოდ არ შეიცვლება, იგი გერმანიის ნაკრებში ვეღარ იასპარეზებს.