ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდუ რეკორდების დამხობას განაგრძობს – პორტუგალიელი ფორმაში შედის

კრიშტიანუ რონალდუ უკვე 34 წლისაა და მეტი რეკორდი აქვს მოხსნილი, ვიდრე თითქმის ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გუნდური და ინდივიდუალური ჯილდოებით არ დაიშურებს და პორტუგალიის მაისურით მოგებული 2 სანაკრებო ტიტულის შემდეგ, მისი კარიერის პრაქტიკულად ყველა ასპექტში სასურველ წარმატებებს მიაღწია.

ბევრი ფეხბურთელი არ არსებობს, ვინც ამ ყველაფრის შემდეგ, კარიერის ბოლო წლებში, ახალი მწვერვალების დაპყრობას დააპირებდა, მაგრამ რონალდუმ იუვენტუსში გადასვლით სწორედ ამის მიღწევა დააპირა.

სერია ა-ს მოგება იუვენტუსისთვის დაბრკოლება არ არის ხოლმე, ამიტომ რონალდუმ აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა, სადაც შეუძლებელი შეძლო და იუვენტუსი ერთადერთ გუნდად აქცია, რომელმაც დიეგო სიმეონეს ატლეტიკოს ორბურთიანი სხვაობა გაუქვითა, თან იუვენტუსის სამივე გოლი რონალდუს ანგარიშზე იყო.

თუმცა, ტურინელები აიაქსთან გამოვარდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რონალდუმ გოლი ამსტერდამშიც გაიტანა და ტურინშიც, ბებერი ქალბატონის გადასარჩენად ეს საკმარისი არ იყო.

ამან კრიშტიანუს ხასიათზე საგრძნობლად ცუდად იმოქმედა და 2019-20 სეზონი რონალდუმ არც თუ ისე შედეგიანად დაიწყო. სეზონის პირველ 15 შეხვედრაში რონალდუს სულ რაღაც 6 გოლი ჰქონდა გატანილი, რაც მისთვის არც თუ ისე შთამბეჭდავი შედეგია.

მაურისიო სარისთან “კონფლიქტს” კი თითქოს რონალდუსთვის იუვენტუსთან ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გაეფუჭებინა, პრესა რამდენიმე დღით პორტუგალიელის მადრიდში დაბრუნებაზეც კი ალაპარაკდა.

სანაკრებო შესვენებაზე რონალდუმ ლიეტუვას და ლუქსემბურგს ოთხი გოლი გაუტანა და თითქოს ამით სარის თავისი დაუმტკიცა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კრიშტიანუ რაღაცეების დამტკიცებას მხოლოდ იწყებდა.

ამ სანაკრებო შესვენების მერე, რონალდუ თავის ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა – პორტუგალიელმა ამის შემდეგ 10 მატჩი ჩაატარა, ათივე შემთხვევაში 90 წუთი ითამაშა, 12 გოლი გაიტანა, 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და 4 მატჩში დასახელდა საუკეთესო ფეხბურთელად.

რთული სტარტის შემდეგ, იუვენტუსმა სერია ა-ში ხუთმატჩიანი მოგებების სერია გამოაცხო და ინტერი 4 ქულით ჩამოიტოვა, თვითონ რონალდუმ კი იუვენტუსშიც დაიწყო რეკორდების მოხსნა.

პორტუგალიელი 2005 წლის დეკემბრის შემდეგ პირველი იუვენტუსის ფეხბურთელი გახდა, ვინც სერია ა-ს ზედიზედ შვიდ მატჩში მოახერხა გოლის გატანა.

ამ ფორმის წყალობით, რონალდუმ ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობა 16-მდე აწია და საკუთარი პირადი რეკორდი მოახსნევინა. რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელია ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში, ვინც ზედიზედ 14 სეზონში მინიმუმ 15 გოლი გაიტანა.

რონალდუ ასევე პირველი იუვენტუსის ფეხბურთელია 1960 წლის შემდეგ, რომელმაც სერია ა-ს 20 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა.

კრიშტიანუ ბომბარდირთა დავაში უპირატეს პოზიციებს დაუბრუნდა და მხოლოდ ჩირო იმობილეს ჩამორჩება, რომელიც 23 გოლითა და 5 ასისტით ოქროს ბუცისთვის ბრძოლასაც ლიდერობს.

ჩემპიონთა ლიგას რონალდუ 27 თებერვალს დაუბრუნდება და მერვედფინალურ ეტაპზე ლიონს დაუპირისპირდება, რომელიც ევროასპარეზზე პორტუგალიელის ერთ-ერთი საყვარელი მეტოქეა. ლიონის წინააღმდეგ რონალდუმ 10 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

პორტუგალიელი ვარსკვლავი წელს ტურინელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას კიდევ ერთხელ ეცდება და თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. იქნება თუ არა ეს იუვენტუსისთვის საკმარისი, ამას დრო გვიჩვენებს.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x