Tuttosport საორიენტაციო სასტარტოს აქვეყნებს
დღეს, თბილისის დროით 23:45-ზე იტალიის თასის 1/4 ფინალში, ტურინში ერთმანეთს იუვენტუსი და რომა დაუპირისპირდებიან.
აღნიშნულ ეტაპზე გუნდები, მხოლოდ ერთ მატჩს გამართავენ და შესაბამისად, სწორედ ალიანც არენაზე გაირკვევა 1/2 ფინალისტის ვინაობა.
ტუტოსპორტმა ტრადიციულად ბიანკონერის საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობა გამოაქვეყნა:
თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ მაურისიო სარი როგორც ჩანს ამ შეხვედრაში ოდნავ განსხვავებული ფორმაციით – 4-3-3 -ით იასპარეზებს..
პრინციპში, თუ 4-3-1-2 -ით არ ვთამაშობთ, სწორედ ზემოთხსენებულით იცვლება სურათი.. ასე რომ, ამას მაინც და მაინც დიდ სიახლედ ვერ მივიჩნევთ.
კარში ჯანლუიჯი ბუფონი დაბრუნდება, რომელიც ზუსტად ერთი კვირის წინ იმავე ტურნირზე უდინეზეს წინააღმდეგ ასპარეზობდა.. ოღონდ, სიტყვა ასპარეზობდა გადამტებულია, რადგან ფრიულის ბინადრებს მისთვის პრობლემები ოდნავადაც არ შეუქმნიათ.
დაცვის ფლანგებზე გარკვეული კითხვის ნიშნებია, რადგან ხუან კუადრადოს მაღალი ტემპერატურა ქონდა.. ალექს სანდროს კონდიციები დეტალური დაკვირვების ქვეშ არის.. მატია დე შილიო დაშავებულია..
შესაბამისად, ამ ეტაპზე 100%-ით გადაწყვეტილი დანილოს ასპარეზობაა.. კუადრადო პირობითად კი წერია მარჯვენა ფლანგზე, მაგრამ ამ მხრივ მართლაც რომ ბევრი კითხვის ნიშანია.
დაცვის ცენტრალურ დუეტს დიდი ალბათობით მატეის დე ლიხტი და ლეონარდო ბონუჩი შეადგენენ.
შუახაზში დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.. როდრიგო ბენტანკური, მირალემ პიანიჩს და ბლეზ მატუიდის უნდა შეუწყვილდეს.
წინა ხაზში დუგლას კოშტაზე სარიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა მის კარგ ფიზიკურ კონდიციებს ხაზი მკაფიოდ გაუსვა.
ბრაზილიელი დიდი ალბათობით შემტევ ტრიოს კრიშტიანო რონალდუსთან და გონსალო იგუაინთან ერთად შექმნის.