მინო რაიოლა:”პოგბა ბედნიერი არ არის”
პოლ პოგბას აგენტი მინო რაიოლა ღიად მიანიშნებს, რომ მისმა კლიენტმა მანჩესტერ იუნაიტედი შესაძლოა უახლოეს პერიოდში დატოვოს.
არავისთვის არის სიახლე, რომ ფრანგი შუახაზელით რეალი, პსჟ და იუვენტუსი ინტერესდებიან:
“ხალხს რომ ყველაფერი ავიწყდება ეს კარგად ნაცნობი ფაქტია.. იყო დრო ყველანი ფიქრობდნენ, რომ იგი მანჩესტერში აღარ დაბრუნდებოდა, მაგრამ კი ხედავთ რაც მოხდა.
პოლი ბედნიერი არ არის.. იგი ტრავმის შემდგომ პერიოდს გადის, რის გამოც მწვანე მინდვრის მიღმა რჩება.. აქედან გამომდინარე მისი განცდები სრულებით გასაგებია.
არ მინდა ვინმეს შეურაწყოფა მივაყენო, მაგრამ პოლ პოგბას და მანჩესტერ იუნაიტედის ამბიციები უკვე არაერთი წელია ერთმანეთს არის აცდენილი.
მოახლოებულ ზაფხულში ორივე მხარეს მოუწევს ერთმანეთის პირისპირ გულახდილი საუბარი.. უნდა გავიგოთ არის თუ არა იუნაიტედის გეგმებში ჩემი კლიენტი.. ბუნებრივია თავად პოგბასაც მოუწევს იმავე კითხვაზე პასუხის გაცემა.
ჩემი საქმე მხოლოდ მოსმენაა.. ღმერთმა ორი ყური და ერთი პირი მომცა.. შესაბამისად გაჩუმებას, ზოგჯერ მოსმენა ჯობია.
ველოდები რომ ფეხბურთელები, რომელთა ინტერესებსაც წარმოვადგენ, საკუთარი კარიერით ბედნიერები იქნებიან.. ხოლო კლუბები სადაც ისინი ირჯებიან, მოხარულები მათი ასპარეზობით.
დღეისათვის პოგბას მთავარი მიზანი ფორმაში დაბრუნებაა, ხოლო ჩემი საქმე მდგომარეობას იმაში რომ ორივე მხარე ბედნიერი იყოს!
თუ ეს ასე არ იქნება, არის მარტივი გზა – სხვა გუნდის მოძიება, რომელიც ჩემს მიერ ზემოთხსენებულ ჰარმონიას უზრუნველყოფს.”