მატია დე შილიო ტრანსფერის მთავარი ინიციატორია
უკანასკნელ 24 საათში იუვენტუსმა შესაძლოა კიდევ ერთ გარიგებას დაუდო სათავე, რომელიც უშუალოდ კლუბის მხრიდან წამოსული არ ყოფილა.
ინიციატორი თავად ფეხბურთელია და ამ შემთხვევაში საუბარი იტალიელ მატია დე შილიოზეა.
კულუარული ცნობებით, მან თხოვნით მიმართა ფაბიო პარატიჩის გუნდიდან გაშვებაზე, რადგან მოახლოებულ ევრო 2020-ზე მონაწილეობის შანსი მიიღოს.
დე შილიოს მოსაზრებით, იუვენტუსში ალექს სანდროს კონკურენციის პირობებში ამის შანსი მიზერულია..
თავის მხრივ პსჟ დიდი ხანია მისით ინტერესდება და მხარეებმა საერთო ენის გამონახვა ერთი შეხედვით მალევე შეძლეს, რადგან საპირისპირო მიმართულებით ლეივინ კურზავა გაეშურება.
ამ დროისთვის ტურინი და პარიზი ბიოროკრატიულ დეტალებს აგვარებენ..
ორივე ფეხბურთელის პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია და ისინი თითქმის იდენტურად გამოიყურება.. პერიოდი 3-3.5 წელზეა გათვლილი..
სხვათაშორის კურზავას შეძენა იუვეს ჯერ კიდევ 2010 წელს სურდა, მაგრამ მაშინ ამ უკანასკნელმა სხვა ვარიანტი ამჯობინა.. 10 წლის შემდეგ კი ფეხბურთელს ტურინულ გრანდთთან მცირე დეტალები აშორებს.
ეს რა ეხლა გამოფხიზლდა და მიხვდა რო სასტავის კაცი ვერ იქნება ?
რა ცინიკოსია ტიპი საწოლშიც იმტვრევა და იუვეს აბრალებს ევროზე ვერ წავალო. ან პსჟ დან როგორ წავა ეიფრლის კოშკის ყურებაშიც დაიმტვტევა ეს უსისხლო.