ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი ნაპოლისთან მოახლოებულ მატჩზე საუბრობს

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას. შეგახსენებთ, რომ ხვალ ტურინელები სან პაულოზე თბილისის დროით 23:45-ზე ნაპოლის დაუპირისპირდებიან:

“ეს არ არის რიგითი მატჩი ბევრი ასპექტიდან გამომდინარე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მხარეა. 

ნაპოლის სატურნირო მდგომარეობა პირადად ჩემთვის უცნაურია, რადგან მათ რიგებში უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი ირიცხება..

ამასთან ერთად, ნაპოლი რეალურად კარგ თამაშს აჩვენებს და დარწმუნებული ვარ ისინი მდგომარეობას გააუმჯობესებენ.

სრულებით ბუნებრივი იქნება ფანების რეაქცია ჩემი დაბრუნების შემდეგ.. შესაძლოა მათი მხრიდან წამოსული ცინიზმი უფრო პოზიტიურად მივიღო, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. 

თუმცა, საპირისპირო რეაქცია მექნება თუ ტიფოზერია გონსალო იგუაინს შეურაწმყოფს.. გონსალო მნიშვნელოვანი წევრია, მაგრამ რაიმე მიზეზის გამო თუ სკამზე დარჩენა მოუწია, ეს ტაქტიკური ჩანაფიქრი იქნება და არაფერი მეტი.

ჩემთვის ზეწოლა არაფერს ნიშნავს. მასთან მუშაობას თუ ვერ ეჩვევი, მაშინ უმჯობესია შინ დარჩე და ტელევიზორს უყურო. 

ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ რას გავაკეთებ. არაა გამორიცხული კარიერა გავაგრძელო კიდევაც.

ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ პრობლემებზე, რომლებიც გაგვაჩნია. მთავარია კონცენტრირება მოვახდინოთ და დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

ბენტანკური და ხედირა? დღემდე ვფიქრობ, რომ შეტევაში ჩართვის თვალსაზრისით სამი დღეისათვის საუკეთესო შუახაზელი გვყავს. ბენტანკური ზოგად ბალანს ქმნის და მისი მახასიათებლები პროგრესირებს. მისით ყველანი კმაყოფილები ვართ.

დე შილიო? ფაბიო პარატიჩიმ მითხრა, რომ ეს მხოლოდ იდეაა და მეტი არაფერი. კურზავაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან მას ასე კარგად არ ვიცნობ, რაიმე დასკვნები რომ გაგიზიაროთ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x