ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაულო დიბალა:”ჩემი მომავალი კლუბის ხელშია”

პაულო დიბალას თქმით იგი ახლოს იყო გასულ ზაფხულს ტურინის დატოვებასთან:

“საფეხბურთო სამყაროში ყველაფერი ერთ წამში იცვლება. არავისთვის არის დასამალი, რომ სიტუაცია დაძაბული იყო და კლუბი ჩემს გასხვისებას სერიოზულად განიხილავდა.

ეს სიტუაცია ფაქტობრივად სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი საათით ადრეც კი ღიად იყო დარჩენილი..

მაურისიო სარის გუნდში მოსვლამ, მდგომარეობა მცირედით გამოასწორა, რადგან მას ჩემი გუნდში დარჩენა უნდოდა.

თუმცა, გადაწყვეტილება სხვა დონეზე წყდებოდა, რაც მშვიდად ყოფნის საშუალებას არავის გვაძლევდა. 

ჩემის მხრივ ვიცოდი, რომ სარისთან პროგრესირებას შევძლებდი.. იგი მომცემდა საშუალებას ნაბიჯი წინ გადამედგა და უფრო მეტი რამ მესწავლა.

საბედნიეროდ დღეს აქ ვარ.. კლუბში რომელიც ყოველთვის ისე მაგრძნობინებდა თავს, როგორც საკუთარ სახლში!

კონტრაქტით იუვეს რიგებში ყოფნა კიდევ ორი სეზონით შემიძლია და ვნახოთ, რა სურვილი ექნებათ.. ნებისმიერ შემთხვევაში დარჩენაზე თუ წასვლაზე გადაწყვეტილებას კლუბის ხელმძღვანელობა მიიღებს.

მსგავსება ვინმესთან? ყოველთვის ვამბობდი, რომ საფეხბურთო სამყაროში საკუთარი გვარის დაფიქსირება მწყურია. მინდა, როდესაც ჩემს მიერ გატანილ გოლებს ნახავენ თქვან, რომ დიახ ეს ხომ პაულო დიბალაა! 

ლეო მესი და ომარ სივორი გენიალური ფიგურები არიან.. მაგრამ მე ჩემი სახელის მაღალი ნოტით დემონსტრირება მსურს!

ვერ გაგცემთ კითხვაზე პასუხს თუ ვინ უფრო ძლიერია კრიშტიანო რონალდუ თუ ლეო მესი.. მთავარია, რომ მაქვს ბედნიერება გასახდელში დრო ორივე მათგანთან ერთად გავატარო. 

ადამიანები ყველაზე მაღალ წერტილს უყურებენ.. მე კი უშუალოდ პროცეს თუ რა ოფლისღვრით აღწევს ერთი ან მეორე ამ უდიდეს წარმატებას.. დიახ, უსაზღვროდ იღბლიანი ფეხბურთელი ვარ!

იცით თუ არა პირველი რა კითხვა დამისვეს, როდესაც აქ გადმოვედი? ეს ხომ პალერმოდან მოხდა და მაშინდელი ანაზღაურება, ტრანსფერის თანხა, ჩემი ასაკიდან გამომდინარე ხმაურიანად გამოიყურებოდა.. რას ვფიქრობდი ანაზღაურებაზე, რომელსაც იუვეში ავიღებდი? ვიმსახურებდი თუ არა ასეთ ციფრებს?”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x