Tuttosport:”იუვენტუსის” საორიენტაციო შემადგენლობა ნაპოლისთან”
დღეს, იტალიაში თბილისის დროით 23:45-ზე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ნაპოლი და იუვენტუსი დაუპირისპირდებიან.
რატომ ერთ-ერთი? მიმდინარე ტურში კალჩო რომაული დერბითაც წარმოგვიდგება, რაც უდაოდ საინტერესოა.
ჩვენ კი ყურადღება ბიანკონერის მატჩზე მოვახდინოთ და ტრადიციულად, ტუტოსპორტის მიერ გამოქვეყნებულ საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას გადავავლოთ თვალყური.
მაურისიო სარი დიდი ალბათობით 4-3-1-2 მოდულით დაიწყებს მატჩს.. განსხვავებით წინა მატჩისგან, სადაც დუგლას კოშტასთან ერთად გუნდმა 4-3-3 მოდულით იასპარეზა.
კარს ჯანლუიჯი ბუფონის რომასთან დიდებული ასპარეზობის შემდეგ ვოიცეხ შესნი დაიკავებს.
დაცვის მარჯვენა ფლანგზე ამ ეტაპზე ერთდერთი ალტერნატივა ხუან კუადრადოა.
საერთოდაც, განაპირა მცველებთან დაკავშირებით ტურინში აქამდეც არ იყო ყველაფერი ნორმალურად, მაგრამ სატრანსფერო თემებიდან გამომდინარე, მდგომარეობა კიდევ უფრო რთულად გამოიყურება.
კერძოდ, მარცხენა ფლანგზე ალექს სანდროს ახლა ნომინალურადაც არ ყავს შემცვლელი, რადგან მატია დე შილიო თუ იტალიურ მედიას დავუჯერებთ, ცალი ფეხით პარიზული კლუბის წევრია..
კი ბატონო, კურზავა წამოვა როგორც ალტერნატივა, მაგრამ სარის გუშინდელ პრესკოს თუ უსმინეთ გარკვეული კითხვის ნიშნები გაგიჩნდებოდათ:
წარმოდგენა არ მაქვს ამ მოთამაშეზე, რადგან მის ასპარეზობას არასდროს დაკვირვებივარ.. ამიტომ ახლა ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ..
შეგვიძლია თამამად ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ალექს სანდროს მონოპოლია მარცხენა ფლანგზე, მომავალშიც გაგრძელდება.
დაცვის ცენტრალურ დუეტს კი ლეონარდო ბონუჩი და მატეის დე ლიხტი შეადგენენ.. მათ ერთადერთი შემცვლელი ყავთ დანიელე რუგანის სახით, ამიტომაც კარგი იქნება თუ მცველები შეცდომებთან ერთად, საკუთარ ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდებიან.
ნახევარდაცვაში როდრიგო ბენტანკურის დაბრუნებამ, ერთგვარი შვებაც და ვარირებაც მისცა მთავარ მწვრთნელს. ურუგვაელი შესანიშნავ სეზონს ატარებს და როგორც ჩანს არასტაბილურობასაც ბოლო მოუღო, რომელიც აქამდე ქონდა.
მის მხარდამხარ ბლეზ მატუიდის და მირალემ პიანიჩს უნდა ველოდოთ. ბოსნიელს სხვათაშორის დასვენება არ აწყენდა, რადგან ბოლო პერიოდში მისმა პროდუქტიულობამ მნიშვნელოვნად იკლო.
შემტევ ხაზს რაც შეეხება ტრეკუარტისტას პოზიციაზე უელსელი აარონ რემზი უფრო და უფრო ხშირად ჩნდება.
აარონის წინ კრიშტიანი რონალდუ და პაულო დიბალა იმოქმედებენ.. პორტუგალიელი ჩინებულ ფორმაშია და გოლი გოლზე გააქვს. დიბალა კი საოცრად მოტივირებულია და სურს ყველას დაუმტკიცოს, რომ იუვენტუსის ერთ-ერთი ლიდერია..
მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, რომელი ჩვენთან გამოქვეყნდა, თავადაც წაიკითხავდით, როგორი საბრძოლო განწყობა გააჩნია.
მერდებს დედა ეტირათ
დგეს უივემ რო მოიგოს ძაან მაგარი იქნებაა თუ ვერ მოვიგეთ საგანგაშოც არაფერიააა
ფორძაა იუვეე შიგ ნაპოლიში 3 ბურთიანი ჰანდიკაპით
შიგ ნაპოლიში უნდა შევაზანზაროთ ! :)
ენის შეცვლა არ აქ კლავიატურაზე ამ საიტს როგორც ადრე იყო თუ კომპიუტერიდან უნდა ვცვალო ? ინგლისურად მაწერინებს იმიტო ვიძახი.
სმარტფონსაც აქვს ენის შეცვლა და კომპიდანაც შეიძლება.. ასე რომ ცალკე ვიჯეტი აღარ დავაყენე
ოკ :)