ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი ნაპოლისთან მატჩზე საუბრობს

იუვენტუსის გასვლითი მატჩი ნაპოლის წინააღმდეგ წარმატებული ნამდვილად არ გამოდგა. გუნდმა უსახური ფეხბურთის ფონზე ჯენარო გატუზოს კრებულთან ვერაფერს გახდა და მარცხი განიცადა:

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ბიანკონერის თავკაცი მაურისიო სარი გაესაუბრა:

“დაპირისპირებას არასწორი მენტალიტეტით შევხვდით.. განწყობა და მიდგომა ძალიან ცუდი იყო, რომელსაც მომდევნო დღეებში დეტალურად განვიხილავთ. 

ვუყურებდი და გაოცებული ვიყავი.. ვერ ვიჯერებდი ამ ფეხბურთს ჩემი გუნდი თამაშობდა. მათგან ცეცხლი არ მოდიოდა.. 

ნაპოლის მივეცით იმდენი, რაც მათგან მხოლოდ მინიმუმს საჭიროებდა სასურველი შედეგისთვის. წარმოიდგინეთ ბურთისთვის ყოველთვის მეორეები ვიყავით.. მქონდა შთაბეჭდილება, რომ შენელებულები ვიყავით აბსოლუტურად ყველა კომპონენტში.

ნახევარდაცვის ეს ზონა ყველაზე დაბალანსებული მეჩვენებოდა.. ხოლო თავდასხმის ტრიოს დაყენება მათი კარგი ფიზიკური კონდიციების გამო გადავწყვიტე.

ჯორჯო კიელინი რომ გუნდს აკლია ეს ყოველთვის იგრძნობა. მას საჭირო აგრესია მოაქვს მაშინ, როდესაც გუნდი ამას საჭიროებს. 

რიგ ეპიზოდებში ზედმეტად პასიურები ვართ.. როგორც ბურთისთვის ბრძოლის დროს, ასევე მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს.

მაგალითად იტალიის თასსზე რომაელთა წინააღმდეგ ბურთი მხოლოდ იმიტომ გაგვიტანეს, რომ საკუთარ საჯარიმოს სიახლოვეს პასიურად ვირჯებოდით.. მცველების განლაგება და ნახევარმცველების მოქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

როგორც კი დავრწმუნდი, რომ კატასტროფისკენ მივდიოდით, მინდორზე დუგლას კოშტას გამოყვანა გადავწყვიტე. ამით შევეცადე თავისუფალი ზონების შექმნისთვის შემეწყო ხელი.. სამწუხაროდ, ამ იდეას რეალიზება არ ეწერა.

ლაციოსთან მატჩის მსგავსად მენტალური ენერგია არ გვეყო. ბრძოლისთვის სათანადოდ დამუხტული, რომ არ ხარ, ეს ცუდ ზეგავლენას ახდენს როგორც ტაქტიკურ ასევე ტექნიკურ მახასიათებლებს.

მოხარული ვარ ნაპოლის გამო.. მათ მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული ემოციები მექნება. თუ წაგება გვეწერა, დაე ასეთ გუნდთთან რომელიც ახლა პრობლემებს განიცდის. ბუნებრივია ვისურვებდი რომ გამარჯვებების გზას მომავალი კვირიდან დადგომოდნენ.

ულტრასების რეაქცია? თამაში რომ ხარ ჩართული, სრულებით ბუნებრივია, რომ მატჩის გარდა არაფერი გესმის. 

ნაპოლი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და აქ დაბრუნება, უდაოდ ემოციურია.

ქულები ინტერმაც დაკარგა და ლაციომაც.. აქედან გამომდინარე უფრო კომფორტულად უნდა გვეგრძნო თავი. მოტივაციაც თავისთავად ამაღლებული უნდა ყოფილიყო.. სამწუხაროა, რომ სრულებით საპირისპირო სცენარი ვიხილეთ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
4 years ago

შეილება ვაფშე აჩუქეს თამაში.ჩაისვარეს სხვებმა ამათაც დაიკიდეს საერთოდ არ გამოვრიცხავ.მერე რა რო ჩემი გუნდია ხდება ეგეთები ფეხბურთში :) 100% გადაჭრით არ ვამბობ მარა თითქმის დარწმუნებული ვარ.

seba
შურა ბალაგანოვი
4 years ago

მო….ან პრო ლიცენზიის გამცემი , შე ჩოილარო შენა.

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
4 years ago

ნაპოლის შექება არ მომეწონა მაგრამ დღეს ვინც კი სად მუშაობს ყველა.იმ გუნდის ფანი ვერ იქნება ბავშვობიდა. ერთი ეგ მომეწონა რომ რეალურად შეაფასა პრობლემა და ალეგრივით არ უთქვია თამაშს ვაკონტროლებდით მაგრამ არ გაგვიმართლაო ))

Rmz
Rmz
4 years ago

სულ ვკითხულობ შენს კომენტარებს, მე იშვიათად ვწერ. უბრალოდ არ შეიძლება რო ალეგრი ამოაგდო შენს ტექსტიდან? ან არ შეადარო მაგ ტიპს? დაივიწყე ალეგრი, წასულია და წარსულია იუვეს ისტორიიდან. სარის რაც შეეხება ჯერ ცუდათ ნამდვილად არ მუშაობს, ერთი ის მაინტერესებს მატუიდიში რა ნახა რომ შეუცვლელი მოთამაშე გახადა.

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
4 years ago
Reply to  Rmz

ზუსტადაც წარსულის გარეშე არ არსებობს მომავალი. ალეგრის სტილის დამსახურებაა ზუსტად რომ დღემდე პასებში უჭირთ, რადგან უბურთოდ ავარჯიშებდა გუნდს

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x